გამოიყენება მშრალი ან გაჭედილი ცხვირის ჰიგიენისათვის ინსტილაციის ან გამორეცხვის გზით.
ნორმომარი ფიზიოლოგიური ხსნარი ჩვილებისათვის
0,9% ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი ერთდოზიან ფლაკონებში განკუთვნილია ცხვირის და თვალების გასაწმენდად, ყურის გამოსარეცხად, ჭრილობის გასაწმენდად და ინჰალაციისათვის.
ნორმომარი ფიზიოლოგიური ხსნარი ჩვილებისათვის განკუთვნილია ჩვილებისათვის, ბავშვებისათვის და ზრდასრულებისათვის:
კოლოფი შეიცავს 30 ერთდოზიან 5 მლ ფლაკონებს.
ნატრიუმის ქლორიდი - 0,9 გ
გაწმენდილი წყალი - ქ,ს 100 მლ-მდე
არ შეიცავს კონსერვანტებს.
საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა გამოყენების წინ.
ამოღებულ უნდა იქნეს ერთდოზიანი ფლაკონი და უნდა დატრიალდეს მისი წვერო ფლაკონის გასახსნელად.
პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყოველდღე ცხვირისა და თვალების ჰიგიენისათვის, დღეში 1-6 გაწმენდისათვის, საჭიროების მიხედვით.
ნაზალური გამოყენების დროს: მშრალი ან გაჭედილი ცხვირის ჰიგიენისათვის ინსტილაციის ან გამორეცხვის გზით
თავი უნდა გადაიხაროს გვერდზე.
ფლაკონის წვერო ფრთხილად უნდა მოთავსდეს ნესტოში და ნაზად უნდა იქნეს დაჭერილი ერთდოზიან ფლაკონზე. იგივე უნდა გამეორდეს მეორე ნესტოსთვის.
თავი უნდა იქნეს აწეული, რათა ლორწო გადმოიღვაროს, ზედმეტი ლორწო უნდა გაიწმინდოს.
არ უნდა მოხდეს ცხვირის გამოხოცვა ძლიერად პროდუქტის გამოყენებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.
ჩვილებში პროდუქტის შესხურება უნდა მოხდეს მინიმალური ზეწოლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული შუა ყურის დასნებოვნება.
თითოეულ თვალში ხსნარის რამდენიმე წვეთი უნდა ჩაეწვეთოს ხელის მოჭერით.
ზედმეტი სითხე უნდა გაიწმინდოს სტერილური ტამპონით.
ერთდოზიანი ფლაკონი არ უნდა მოხვდეს თვალის ზედაპირზე.
თუ გამოიყენება თვალის სხვა პროდუქტი, ჯერ გამოყენებული უნდა იქნეს ნორმომარი ფიზიოლოგიური ხსნარი ჩვილებისათვის, შემდეგ საჭიროა მოცდა 15 წუთი სხვა პროდუქტის ინსტილაციამდე.
ხსნარი გამოყენებადია კონტაქტურ ლინზებთან ერთად.
ყურების ჰიგიენისათვის გამორეცხვის გზით.
ყურების სათანადო ჰიგიენისათვის ყურის სურფაქტანტის გამოყენების შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს პროდუქტი ყურის გოგირდის ნალექის ამოსაღებად და შემდეგ უნდა გამოირეცხოს ყურის გარეთა არხი.
ერთდოზიანი ფლაკონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორივე ყურში.
ზედმეტი სითხე უნდა გაიწმინდოს ტამპონით.
ჭრილობის ჩამოსაბანად უნდა იქნეს გამოყენებული ერთდოზიანი ფლაკონის მთელი ხსნარი.
ზედმეტი სითხე უნდა გაიწმინდოს მხოლოდ ჯანმრთელი კანიდან.
ერთდოზიანი ფლაკონი არ უნდა მოხვდეს ჭრილობის ზედაპირს.
თუ ხსნარი გამოიყენება როგორც გამხსნელი ინჰალაციისათვის აეროზოლით თერაპიის დროს, იხ. საინჰალაციო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია.
თუ ხსნარი გამოიყენება პაციენტის მიერ თვითნებურად, იხ. აეროზოლით თერაპიის მოწყობილობის ინსტრუქცია.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პროდუქტი გამოიყენება პირველად ან რესპირატორული ჰიპერმგრძნობელობის დროს.
განკუთვნილია ერთჯერადი და პერსონალური გამოყენებისათვის.
გახსნის შემდეგ: გამოყენებულ უნდა იქნეს მაშინვე და ერთდოზიანი ფლაკონი გადაგდებულ უნდა იქნეს გამოყენების შემდეგ.
იგივე ერთდოზიანი ფლაკონი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისათვის.
არ არის განკუთვნილი ინექციისათვის.
დაუშვებელია შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.
დაუშვებელია გამოყენება, თუ ერთდოზიანი ფლაკონი დაზიანებულია.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ერთდოზიანი ფლაკონის კონტაქტი თვალებთან ან ჭრილობის ზედაპირთან.
გახსნილი ერთდოზიანი ფლაკონები აღარ უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს, პროდუქტის ხელახალი გამოყენება დაინფიცირებული ხსნარის გამოყენების რისკს შეიცავს.