ნებიანაქსი 3% განკუთვნილია: ცხვირის წიაღების ყოველდღიური გასუფთავებისთვის, სურდოს, რინიტის, სინუსიტის, ცხვირის ღრუში. სიმშრალის დანამატების ქრონიკული ანთების, შუა ყურის ანთების. ფარინგიტის გართულების დროს.
შემადგენლობა: ნორმალური pH-ის მქონე 3%-იანი ჰიპერტონული ხსნარის და ჰიალურონის მჟავის შემცველი N20 ერთჯერადი ფლაკონი.
ჰიპერტონული ხსნარი: 1. ხსნის შეშუპებას; 2. ათხელებს დაგროვილ ლორწოს; 3. უზრუნველყოფს ჭარბი სეკრეტის მარტივად გამოდევნას რის გამოც სურდოს, რინიტის, სინუსიტის დროს ნადებისგან თავისუფლდება ჰაერსავალი გზები და უმჯობესდება სუნთქვა. ჰიალურონის მჟავა: ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება თავად ჩვენს ორგანიზმში. მის მიერ შექმნილი დაცვითი ფენა ერთის მხრივ ინარჩუნებს ქსოვილის ფიზიოლოგიური ტენიანობას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესებს. ნებიალ კიტი3%-ში შემავალი ჰიალურონის მჟავა ჰაერსავალი გზების ლორწოვანის აღდგენასთან ერთად უზრუნველყოფს ჰიპერტონული ხსნარის ეფექტის გაზრდას.
ჩვენება: სინუსიტი; ფარინგიტი; რინოფარინგიტი; სტომატიტი; ტონზილიტი, ლარინგიტი; ენდონაზალური ჩარევის პრედოპერაციულ მოსამზადებელ ეტაპზე, ან პოსტოპერაციული პერიოდი.
გამოყენება: ახალშობილებში ჭამის და ძილის წინ რამოდენიმე წვეთი თითოეულ ნესტოში; ბავშვები და მოზრდილებში 2-3 სანაცია დღეში; არ შეიცავს კონსერვანტებს; შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებულაიზერში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცეტს.
მწარმოებელი: ბუონა-სტევე ჯონს ს.რ.ლ. (Buona-Steve Jones S.r.l.), იტალია.
პარტნიორი საქართველოში: შპს. პრაიმ ლაინ გრუპი (Prime Line Group).