თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა/ აქტიური ნივთიერება: 15 მლ ხსნარი შეიცავს გლიცერინს 0,1%, ნატრიუმის ჰიალურონატს 0,1%, ზღვის წყალს 99,8%
ჩვენებები: - გაციების, სეზონური ალერგიის (თივის ცხელების) ან სხვა ალერგიული რინიტების, სინუსიტით გამოწვეული ცხვირის გაჭედვის მოსახსნელად; - პარანაზალური სინუსების დაავადებების დროს ხელს უწყობს გამონადენის დრენირებას, - ხსნის ცხვირის გაჭედილობას ოსმოსური ეფექტით; ნატრიუმის ჰიალურონატი და გლიცერინი ატენიანებს ცხვირის შიდა ნაწილს. - აადვილებს რინოსკოპიის პროცედურის ჩატარებას
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, გამოიყენება შემდეგ დოზებში: 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 წვეთი დღეში ერთხელ, 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 2 წვეთი დღეში ერთხელ. 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 2-3 წვეთი დღეში ერთხელ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო რეკომენდირებულია მიღებისაგან თავის შეკავება /ან ექიმის/ფარმაცევტის ნებართვით (მეთვალყურეობის ქვეშ) გამოყენება.
შენახვის პირობები: ინახება სითბოსაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილზე 25 C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.