ჰილსი ბეიბიკიდსი, ნაზალური სპრეი, ნაჩვენებია 2 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში ცხვირის ღრუს ჰიგიენისთვის და დასატენიანებლად გაციებისა და ნებისმიერი ტიპის რინიტის დროს.
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-ჯერ, 10 დღის განმავლობაში ექიმის და/ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ბავშვებმა ჰილსი ბეიბიკიდსი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თუ სიმპტომები გაგრძელდა 10 დღე და მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ინფექციისგან დაცვის მიზნით, თითოეულმა მომხმარებელმა სპრეი უნდა გამოიყენოს ინდივიდუალურად.
ბეიბიკიდსი ნაზალური სპრეი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე და არაუმეტეს 30C-ზე. ვარგისიანობის ვადა იხილეთ კოლოფზე ან ფლაკონზე.
1. აპლიკატორის წვერი ფრთხილად მოათავსეთ ცხვირის ნესტოში და თავი დააფიქსირეთ ვერტიკალურ პოზიციაში. 2. დააჭირეთ გამომფრქვევს და ხსნარი შეისხურეთ თითოეულ ნესტოში. 3. აპლიკატორის წვერი დაასუფთავეთ ხელსახოცით, საპნიანი სუფთა წყლით და გააშრეთ ყოველი გამოყენების შემდეგ.