საერთაშორისო დასახელება - plantago lanceolatae+malva sylvestris+C შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს: 1,25გ ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Pლანტაგინის ლანცეოლატაე ფოლიუმ ეხსტრაქტუმ აქუოსუმ ფლუიდუმ) 1:5; 1,25გ ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Mალვაე სყლვესტრის ფლოს ექტრაცტუმ აქუოსუმ ფლუიდუმ) 1:5; 65 მგ ვიტამინ ჩ (Aციდუმ ასცორბიცუმ). დამხმარე ნივთიერებებს: საქაროზას (4გ), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (9,24გ), ფორთოხლის ზეთის არომატს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი და მუკოლიტური საშუალება.
გამოყენების ჩვენება მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი – მცენარეული წარმოშობის სამკურნალო პრეპარატი, რეკომენდირებული შემდეგ შემთხვევებში: - მშრალი ხველება, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს; - მშრალი ხველა მწეველებში; - გაციების დაავადებები და გრიპი, რომელთაც თან ახლავთ ხველა.
გამოყენების წესი და დოზირება მოზრდილებმა და 14 წელზე ზევით ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 2-2 საზომი კოვზი სიროფი 3-5 ჯერ დღეში. 7 წელზე ქვევით ასაკის ბავშვები – 1-1 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში. 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები – 1-2 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში. სიროფით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია საკმაო რაოდენობის თბილი სასმელების მიღება.
გვერდითი მოქმედება სიროფის მიღებისას შესაძლო გვერდითი მოქმედებები დაყოფილია ჯგუფებზე მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით: - ძალიან ხშირი (1/10); - ხშირი (1/100 და <1/10) - არახშირი (1/1000 და <1/100); - იშვიათი (1/10000 და <1/1000); - ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შეტყობინებების ჩათვლით). თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სერიუზულობის შემცირების მიხედვით. არასასურველი ეფექტები ორგანოების და სისტემების მიხედვით: იმუნური სისტემის მხრიდან: იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. არასასურველი მძიმე რეაქციების განვითარებისას საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.