პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: საინექციო ხსნარის 1 ამპულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Aconitum napellus D3 - 4,4 მგ; Eupatorium perfoliatum D2 - 1,1 მგ, Phosphorus D4 - 1,1 მგ, Lachesis mutus D11 - 2,2 მგ, Bryonia D3 - 2,2 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო ხსნარი.
ჩვენებები: გრიპი, პარაგრიპი; სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ინფექციური დაავადებები, მიმდინარე გამოხატული ინტოქსიკაციითა და მაღალი ცხელებით; გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა.
დოზირება და მიღების წესი: საინექციო ხსნარი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლიდან: 1 ამპულა; პრეპარატი კეთდება 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანში, კანქვეშ, ვენაში, სეგმენტურად და აკუპუნქტურულ წერტილებში. მწვავე შემთხვევებში ყოველდღე. თუ აღნიშნული შეყვანა ვერ ხერხდება პაციენტმა ამპულა შეიძლება მიიღოს „დასალევი ამპულის“ სახით.
გვერდითი ეფექტები: ერთეულ შემთხვევებში ინდივიდუალური აუტანლობის მქონე პირებში შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება, ანგიონევროზული შეშუპების, სიწითლის, კანზე გამონაყარის, ქავილის ჩათვლით.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: რაც მალე იწყება პრეპარატის მიღება, მით სწრაფად მიიღწევა შედეგი და ხანმოკლე ხდება გამოჯანმრთელების პერიოდი. კლინიკური სურათის გაუმჯობესების შემდეგაც, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დამატებით 3-5 დღის განმავლობაში. ორსულებსა და მეძუძურებში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი 1ც ამპულა 1,1 მლ.
მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
129418
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!