პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ყოველი 100 მლ შეიცავს: ბუტამირატის ციტრატი 200 მგ; უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის კარბოქსი მეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ტარტრაზინი, ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი ქ.ს. 100 მლ. შეიცავს 0,4%წ. მეთანოლს
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
ჩვენებები: სპაზმოლიზური, გამაღიზიანებელი და შეტევითი ხასიათის ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის.
დოზირება და მიღების წესი: ბავშვები 6 წლიდან: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) - 6 საათში ერთხელ (40 მგ დღეში). მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 6 საათში ერთხელ (80 მგ დღეში).
გვერდითი მოვლენები: ეგზანთემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ფაღარათი ან თავბრუსხვევა. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომები ქრება, პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
უკუჩვენებები: აქტიური ნივთიერებების ან ტარტრაზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. სიროფიც და წვეთებიც შეიცავს ასპარტამს, რის გამოც უკუნაჩვენებია პაციენტებში ფენილკეტონურიით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დოსოდოსის სიროფი შეიცავს ტარტრაზინს, მასში სპირიტს შემცველობის გამო მისი მიღება დაუშვებელია პაციენტებში რომლებიც იღებენ დისულფირამს.
განსაკუთრებული მითითებები: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვების შეშუპება, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მიუხედავად ფაქტისა, რომ ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არა არეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირება: როგორც ყველა შემთხვევაში ჭარბი დოზირების დროს, უნდა ჩატარდეს სტანდარტული პროცედურები და მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 150 მლ მოცულობის შეფუთვა.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
131063