პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: პრეპარატის 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,1მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, მაკროგოლი 1000, ნატრიუმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ქლორწყალბადმჟავა და-ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ჩვენებები: მწვავე რინიტი; ალერგიული რინიტი; ვაზომოტორული რინიტი; დრენაჟის აღდგენა ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთების დროს, აგრეთვე ევსტაქიტის დროს რინიტთან კომბინაციაში; შეშუპების მოხსნა ცხვირის გასასვლელებში დიაგნოსტიკური მანიპულაციების დაწყებამდე. სამკურნალო პრეპარატი ბურუნაჩი, ნაზალური წვეთები, განკუთვნილია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის.
გამოყენების წესი და დოზირება: დოზირება: ჩვილები და 1 წლამდე მცირეწლოვანი ბავშვები: 4 კვირამდე ასაკის ბავშვები: 1 წვეთი 0,01% ხსნარი ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
5 კვირიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 წვეთი ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
ხსნარის ჩაწვეთება ხდება ცხვირის თითოეულ ნესტოში. პრეპარატის ბურუნაჩი ინსტილაციის დროს ბავშვის თავი უკან უნდა იყოს გადახრილი. ჩვილებში ეფექტი 0,01%-იანი ხსნარის გამოყენებისას შეიძლება მიღწეული იქნას გამოყენებიდან 20 წუთის განმავლობაში. პრეპარატ ბურუნაჩის ერთჯერადი დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული დღეში 3-ჯერ მეტად. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. სამკურნალო პრეპარატის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.
რეკომენდაციები გამოყენებისათვის: პრეპარატი ბურუნაჩი გამოიყენება ჩვილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატის დოზა ახალშობილებში ნორმაზე დაბალი წონით და დღენაკლულ ბავშვებში უნდა განისაზღვროს მკურნალი ექიმის მიერ, დოზის გადაჭარბების რისკის თავიდან ასაცილებლად.
გამოყენების წესი: სამკურნალო პრეპარატი ბურუნაჩი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური გამოყენებისათვის. ბურუნაჩის პირველ გამოყენებამდე უნდა მოხსენან დამცავი თავსახური მადოზირებელი მოწყობილობიდან, ფლაკონის ნახვრეტი მიმართული უნდა იყოს ქვევით და რამდენჯერმე უნდა დააჭირონ მადოზირებელ მოწყობილობას წვეთის გაჩენამდე. სამკურნალო პრეპარატის ინსტილირება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი ზურგზე წევს და თავი უკან გადახრილი აქვს. ფლაკონის ხვრელი მიმართული უნდა იყოს ქვევით პირდაპირ ნესტოს წინ და ჩაწვეთება უნდა მოხდეს ცხვირის თითოეულ ნესტოში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ოქსიმეტაზოლინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ; მშრალი რინიტი; ტრანსფენოიდური ჰიპოფიზექტომიის ან სხვა ქირურგიული პროცედურების შემდეგ, რომლის დროსაც ხდება თავის ტვინის მაგარი გარსის გაშიშვლება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა და სიმშრალე, ცემინება.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ორსულობა: ორსულობის დროს პრეპარატი ბურუნაჩი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ და ექიმის რეკომენდაციით. ორსულობის დროს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება დაარღვიოს ნაყოფისთვის სისხლის მიწოდება.
ლაქტაცია: არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ოქსიმეტაზოლინი დედის რძეში. ამრიგად, პრეპარატი ბურუნაჩი უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების შემდეგ და ექიმის რეკომენდაციით.ლაქტაციის დროს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება შეამციროს რძის გამომუშავება.წამლის ფორმა: ნაზალური წვეთები 0,01%.
აღწერა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
გამოშვების ფორმა: 5მლ ნაზალური წვეთები თეთრ პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით. 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება პრეპარატი 6 თვის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125061
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.