ბრონქოდიაზინა სიროფი 150მლ ფლაკონი #1
ბრონქოდიაზინა სიროფი 150მლ ფლაკონი #1

ბრონქოდიაზინა სიროფი 150მლ ფლაკონი #1

ესპანეთი

ფაეს ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 7.5 მლ-ზე 2.5 მლ-ზე
ტრიმეტოპრიმი (ს.ა.დ.) 80 მგ 26.7 მგ
სულფამეტოქსაზოლი (ს.ა.დ.) 400 მგ 133.3 მგ
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი (ს.ა.დ.) 4 მგ 1.3 მგ
ნატრიუმის ბენზოატი 250 მგ 83.3 მგ
ტოლუს ბალზამის სიროფი 325 მგ 108.3 მგ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი (E422), საქაროზა, ქსანტანი, ნატრიუმის საქარინი, მეთილ
პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პოლისორბატი 80, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216),
დიმეთილპოლისილოქსანის აქაფების საწინააღმდეგო ნივთიერებები, ანისულის ესენცია, წყალი,
ქ.ს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ტრიმეტოპრიმი, სულფამიდის, სულფამეტოქსაზოლის და
დიამინოპირიმიდინის კომბინაციასთან ერთად წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების
გამომწვევ მრავალ პათოგენზე მოქმედ ეფექტურ საშუალებას. ბრონქიდიაზინა ჩ.ღ. -ს
ბრომჰექსინის შემცველობის წყალობით გააჩნია ბრონქიალური სეკრეციის გამათხიერებელი
ეფექტი, რის შედეგადაც იოლდება სქელი ბრონქული სეკრეტის ამოხველა და სუნთქვა.
ნატრიუმის ბენზოატის და ტოლუს ბალზამის სიროფის კომბინაციას აქვს დამარბილებელი და
ამოსახველებელი ეფექტი.
ჩვენებები: რესპირატორული ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის,
პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება. Pნეუმოცყსტის ცარინიი-ს მიერ
გამოწვეული პნევმონიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ზემოთხსენებული ინფექციის
დიაგნოსტიკა და შესაბამისად მკურნალობაც ინიშნება ექიმის მიერ, ამიტომ პრეპარატის
გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე დაუშვებელია.
უკუჩვენებები:
- პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან
მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
- პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
- პრეპარატის დანიშვნა არ ხდება პაციენტებში სისხლის მძიმე დაავადებებისას სათანადო
მონიტორინგის გარეშე.
სიფრთხილის ზომები:
- სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას,
ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში, ასევე არასათანადო კვებისას.
- პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალერგიის და ბრონქული ასთმის დროს.
- პრეპარატით მკურნალობა ასაკოვან პაციენტებში განსაკუთრეული მეთვალყურეობის ქვეშ
უნდა მოხდეს .
- პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ ადგილას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
ექიმმა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
პრეპარატის მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი
მოქმედების ცვლილება. ამიტომ, დიაბეტის, ეპილეფსიის მკურნალობისას, ასევე სისხლის
კოაგულაციაზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ძირითადად ადვილად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ შემთვევაში შესაძლებელია
გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება ან რესპირატორული გართულებები. უფრო იშვიათდ
შესაძლებელია განვითრდეს კანის სიწითლე , ხოლო ასაკოვან პაციენტებში - კანზე გამონაყარი.
ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები: მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით:
პრეპარატი შედგება გლიცერინისგან, რისი მაღალი დოზებით მიღებაც შესაძლებელია სახიფათი
იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები და დიარეა.
მიღების წესი და დოზირება:
დაუშვებელია ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის დოზების ცვლილება ან შეწყვეტა. როგორც
წესი, პრეპარატის მიღებისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი გაიდლაინები: მოზრდილებში
ინიშნება 7.5 მლ 3-ჯერ დღეში. 2 წელზე ზემოთ ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 3-ჯერ დღეში.
სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაეს ფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ტრიმეტოპრიმი+სულფამეტოქსაზოლი+ბრომჰექსინი+ნატრიუმის ბენზოატი+ტოლუს ბალზამი
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი