გამოიყენება ხველების (მშრალი, სველი, ალერგიული, გამაღიზიანებელი) და ყელის ტკივილის სამკურნალოდ.
ASPİ NATURA®
ხველების სიროფი Kids
გამოიყენება ხველების (მშრალი, სველი, ალერგიული, გამაღიზიანებელი) და ყელის ტკივილის სამკურნალოდ.
ASPİ NATURA® წარმოადგენს განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების ინფექციით გამოწვეული ხველების (მშრალი, სველი, ალერგიული, გამაღიზიანებელი) და ყელის ტკივილის მკურნალობისათვის განკუთვნილ სამედიცინო ხელსაწყოს.
ASPİ NATURA®-ის შემადგენლობაში არსებული მრავალძარღვას, ისლანდიური ხავსის ბუნებრივი ექსტრაქტების და გლიცერინის ფორმულით ის უზრუნველყოფს სამ განსხვავებულ მექანიკურ ეფექტს:
1.ქმნის ზედა სასუნთქი გზების სამკურნალო დამცავ და მუდმივ ფენას. იცავს ხახის (საყლაპავის) ლორწოვან გარსს გამაღიზიანებელი გარე ფაქტორებისგან.
2. ატენიანებს ლორწოვან გარსს და ლორწოს და აადვილებს ნახველის ამოხველებას.
3.თავისი მდიდარი ფორმულის წყალობით იცავს ლორწოვან გარსს და ყელის ანთების დროს ახდენს დამარბილებელ და დეამამშვიდებელ ეფექტს.
ვანილის-მარწყვის გემო აადვილებს მის გამოყენებას.
ინგრედიენტები:
მრავალძარღვას ექსტრაქტი, ისლანდიის ხავსის ექსტრაქტი, გლიცრეინი, გამოხდილი წყალი, სორბიტოლი, ქსანთანის საღეჭი რეზინი, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა, ესენცია, ლიმნის მჟავა, კალიუმის სორბატი.
არ შეიცავს გლუტენს.
არ შეიცავს ლაქტოზას.
არ შეიცავს შაქარს.
არ შეიცავს სპირტს.
დოზირება:
ASPİ NATURA®-ის მოხმარებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია. რაიმე გაუთვალისწინებელი ეფექტის წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
2-5 წლის ბავშვები: დღეში 2-3-ჯერ 5 მილილიტრი.
6 -12 წლის ბავშვები: დღეში 2-ჯერ 10 მილილიტრი.
მოზარდები და ზრდასრული პირები: დღეში 3-ჯერ 10 მილილიტრი.
მოხმარების ფორმა:
• მოხმარების შემდეგ სათანადოდ დაახურეთ ფლაკონს სახურავი.
• საზომი ჭურჭლის გამოყენების შემდეგ, ყურადღებით გარეცხეთ.
• ერთ კვირიანი (7 დღიანი) მოხმარების შემდეგ სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ყველა შემთხვევაში 15 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ პრეპარატის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
• ფლაკონის გახსნის შემდეგ, მისი მოხმარება დასაშვებია 4 თვის (120) დღის განმავლობაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
- მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად, მოიხმარეთ პრეპარატი მოხმარების ინსტრუქციის შესაბამისად.
- იმ შემთხვევაში, თუ, მიუხედავად ASPİ NATURA®-ის მოხმარებისა თქვენ გაგიუარესდებათ მდგომარეობა ან თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია მის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი ნივთიერების მიმართ, ამ პრეპარატის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
ორსულობა და ლაქტაცია:
ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ცნობილი. ამიტომ, ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში ამ მედიკამენტის მოხმარება არ არის რეკომენდირებული. ამ შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
სამედიცინო პროდუქტის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის მოცემული. ამ მედიკამენტის სხვა სამედიცინო პროდუქტთან მოხმარება რეკომენდირებულია ერთსაათიანი შუალედით.
შენახვა:
- შეინახეთ ASPİ NATURA® გრილ და მშრალ ადგილზე 250C-ზე ნაკლები ოთახის ტემპერატურის პირობებში თავის ორიგინალ შეფუთვაში.
- შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მისი მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
- შეფუთვაზე აღნიშნული მოხმარების ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მედიკამენტის მოხმარება დაუშვებელია.
- შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ბოლო მოხმარების თარიღი:
შეფუთვაზე აღნიშნული მოხმარების ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მედიკამენტის მოხმარება დაუშვებელია. ბოლო მოხმარების თარიღი ძალაშია მედიკამენტის სწორად და დაუზიანებელ შეფუთვაში შენახვის შემთხვევაში.
განადგურება: ვადაგასული ან გამოუყენებელი სამედიცინო ხელსაწყოს ნუ ჩააგდებთ ნაგავში! გადაეცით ის გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს შეგროვების სისტემას.
მწარმოებელი:
LABOMAR S.p.a.
ვია ნ. საურო, N 35/1,
35036 - ისტრანა (ტვ) იტალია.
იმპორტიორი კომპანია:
შპს „ბაიერ თურქ ქიმია სანაი“
ფათიჰ სულთან მეჰმეტის უბანი, ბალკანის გამზირი N 53,
34770 უმრანიე / სტამბოლი
ტელეფონი: 0216 528 36 00
ფაქსი: 0216 645 39 50