ასიბროქსი ტაბლეტი შუშხუნა 600მგ #10

ასიბროქსი ტაბლეტი შუშხუნა 600მგ #10

ესტონეთი

ფარმაესტიკა მანუფაქტურინგი
პროდუქტის შესახებ
წამლის ფორმა
შუშხუნა ტაბლეტები.
აღწერილობა:
გლუვცილინდრული ტაბლეტები თეთრი ფერის ნაზოლით, დასაშვებია მსუბუქი გაუმჭვირვალობა,
დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა
ასიბროქსი 200 მგ
1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, ნატრიუმის
ჰიდროკარბონატი, ლიმონის მჟავა უწყლო, სორბიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, მაკროგოლი 6000,
ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი “ლიმონი”.
ასიბროქსი 600 მგ
1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი 600 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, ნატრიუმის
ჰიდროკარბონატი, ლიმონის მჟავა უწყლო, სორბიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, მაკროგოლი 6000,
ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი “ლიმონი”.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მუკოლიზური საშუალება, ათქ კოდი ღ05ჩB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აცეტილცისტეინი – მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება, ამინომჟავა ცისტეინის წარმოებული.
თავისუფლი სულფჰიდრილური ჯგუფის არსებობის წყალობით აცეტილცისტეინი წყვეტს კავშირს
ნახველის მჟავა მუკოპოლისაქარიდებს შორის, რაც იწვევს მუკოპროტეიდების დეპოლიმერიზაციას და
ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის წებოვანების შემცირებას. აცეტილცისტეინი ავლენს მუკოლიზურ
აქტივობას ნებისმიერი ტიპის ნახველის მიმართ – ლორწოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი, ჩირქოვანი.
ამსუბუქებს ნახველის გამოყოფას მუკოცილიარული კლირენსის მომატების ხარჯზე.
აცეტილცისტეინს შეუძლია ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებზე ბაქტერიების
ადჰეზიის შემცირება, ნახველის წებოვანების შემცირებისა და მუკოცილიარული კლირენსის გაზრდის
შედეგად. აცეტილცისტეინს აგრეთვე გააჩნია ანტიოქსიდანტური და პნევმოპროტექტორული თვისებები
(რომლებიც უზრუნველყოფენ სასუნთქი ორგანოების ეფექტურ დაცვას უარყოფითი ფაქტორების
ტოქსიკური ზემოქმედებისაგან, როგორიცაა: ანთების მეტაბოლიტები, გარემო ფაქტორები, სიგარეტის
კვამლი, რაც გაპირობებულია სულფჰიდრილური ჯგუფების უნარით მოახდინონ თავისუფალი
რადიკალების შეკავშირება). გარდა ამისა, აცეტილცისტეინი ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის
მომატებას, რომელიც წარმოადგენს დეტოქსიკაციის მნიშვნელოვან ფაქტორს. აცეტილცისტეინის ეს
უნარი იძლევა მისი ანტიდოტის სახით გამოყენების საშუალებას პარაცეტამოლით და სხვა
ნივთიერებებით (ალდეჰიდებით, ფენოლებით და სხვ.) მწვავე მოწამვლისას.
ამგვარად უზრუნველყოფილია ფილტვის ქსოვილების უჯრედების მთლიანობის ფუნქციონალური
აქტივობისა და მორფოლოგიური მთლიანობის შენარჩუნება. აცეტილცისტეინის მუკოლიზური
თვისებები გამოვლენას იწყებს თერაპიის დაწყებიდან 1-2 დღეში. პროფილაქტიკური მიზნით
გამოყენებისას აცეტილცისტეინი ამცირებს ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის
გამწვავებების სიხშირესა და სიმძიმესგამოყენების ჩვენებები
სასუნთქი ორგანოების დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ძნელად მოსაცილებელი წებოვანი
ნახველის მომატებული წარმოქმნა:
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები;
- ობსტრუქციული ბრონქიტი;
- ფილტვის ობსტრუქციული ემფიზემა;
- ლარინგოტრაქეიტი;
- პნევმონია;
- ბრონქოექტაზები;
- ბრონქული ასთმა;
- ბრონქიოლიტები;
- ატელექტაზი, განვითარებული ლორწოვანი საცობით ბრონქების დაცობის შედეგად;
- მუკოვისციდოზი;
- სეკრეტის მოცილების შესამსუბუქებლად მწვავე და ქრონიკული სინუსიტის, შუა ოტიტის
დროს;
- წებოვანი ნახველის მოცილება სასუნთქი გზებიდან პოსტტრავმული და პოსტოპერაციული
მდგომარეობების დროს, პოსტოპერაციული რესპირატორული გართულებების პროფილაქტიკა
და მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზირება
ასიბროქსი მიიღება შიგნით.
600 მგ აცეტილცისტეინის შემცველი ერთი ტაბლეტი იხსნება 200 მლ სასმელ, ოთახის
ტემპერატურამდე შემთბარ წყალში ან 200 მგ აცეტილცისტეინის შემცველი ერთი ტაბლეტი იხსნება
100 მლ სასმელ, ოთახის ტემპერატურამდე შემთბარ წყალში.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ. სითხის დამატებით მიღება აძლიერებს აცეტილცისტეინის
მუკოლიზურ ეფექტს. მიიღება გახსნისთანავე, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მზა ხსნარის
გაჩერება 2 საათით.
მოზრდილებსა და მოზარდებში 14 წლის ზემოთ პრეპარატი ინიშნება დოზით 200 მგ 2-3-ჯერ დღეში ან
დოზით 600 მგ ერთხელ დღეში.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 200 მგ-ის მიღება დღეში 2-ჯერ.
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 200 მგ 1-ჯერ დღეში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმაესტიკა მანუფაქტურინგი
ქვეყანა
ესტონეთი
ჯენერიკი
აცეტილცისტეინი
დოზა
600მგ
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი