აქვალორ სპრეი ორალური ნაჩვენებია პირის ღრუს და ყელის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების (ინფექციური, ალერგიული, ატროფიული) პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის, პირის ღრუსა და ყელის ქირურგიული ჩარევის შემდეგი მდგომარეობებისას.
შეიცავს ზღვის წყლის სტერილურ ხსნარს (100 მლ შეიცავს 70-77 მლ ნატურალურ ზღვის წყალს), NaCl ჰიპერტონული კონცენტრაციით და ალოე ვერას (0,025% ხსნარი) და რომაული გვირილის (0,025% ხსნარი) ექსტრაქტებს.
ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარიოსმოსური წნევის სხვაობის შედეგად, უჯრედშორისი სივრციდან ჭარბი სითხის მოცილების გზით, ამცირებს პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
ალოე ვერას და რომაული გვირილის ექსტრაქტებსანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და აღმდგენი ეფექტი გააჩნია.
არ შეიცავს კონსერვანტებს. არ არის სამკურნალო პროდუქტი.
განკუთვნილია 6 თვიდან ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.
გამოიყენება პირის ღრუს და ყელის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების (ინფექციური, ალერგიული, ატროფიული) პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის, პირის ღრუსა და ყელის ქირურგიული ჩარევის შემდეგი მდგომარეობებისას.
პროდუქტი ასევე გამოიყენება ყელის დასატენიანებლად და პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან პათოლოგიური ნადების მოსაცილებლად; სასარგებლო გავლენა გააჩნია პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე, ხელს უწყობს პირის ღრუსა და ყელის დისკომფორტის და სიმშრალის შემცირებას.
პროდუქტის პირის ღრუსა და ყელში გამოვლების შემდეგ, იზრდება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე დატანილი წამლების თერაპიული ეფექტურობა, მცირდება რესპირატორული დაავადებების ხანგრძლივობა.
გამოყენების ჩვენებები:
პირის ღრუს და ყელის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა (ინფექციური, ალერგიული, ატროფიული):
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.
ინახება მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას 5 C-25 C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.