ალთეს(ტუხტის) ჟოლოთი და მარწყვით სიროფი 125გრ ფლაკონი #1
ალთეს(ტუხტის) ჟოლოთი და მარწყვით სიროფი 125გრ ფლაკონი  #1

ალთეს(ტუხტის) ჟოლოთი და მარწყვით სიროფი 125გრ ფლაკონი #1

საქართველო

ნეოფარმი

ალთეს სიროფი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში როგორც დამხმარე საშუალება , სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

პროდუქტის შესახებ

ალთეს(ტუხტის) ჟოლოთი და მარწყვით სიროფი 125გრ ფლაკონი

შემადგენლობა:

​აქტიური სუბსტანცია: ტუხტის ფესვების მშრალი ექსტრაქტი – 2,0გ;

დამხმარე ნივთიერებები: ჟოლოს არომატიზატორი, მარწყვის არომატიზატორი, სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი, ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი _ 125 გ-მდე.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ლორწოს (პენტოზანები და ჰექსოზანები), ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), პექტინოვან ნივთერებებს, ვიტამინებს (C, B ჯგუფი), კაროტინს, სახამებელს


ჩვენებები:

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში როგორც დამხმარე საშუალება.
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:

  • ბრონქიტი;
  • პნევმონია;
  • ბრონქოექტაზია;
  • ტრაქეიტი;
  • ლარინგიტი;
  • ანგინა.


გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.


მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად, საკვების მიღების წინ.

მოზრდილებში: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 2-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.


დოზის გამოტოვება:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.


უკუჩვენება:

  • შაქრიანი დიაბეტი.
  • სიროფში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.


ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული ხველების დამთრგუნველ და კოდეინის შემცველ პრეპარატებთან ერთად.


შენახვის პირობები:

15-25 C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნეოფარმი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ალთე/ტუხტი/
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
125გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი