ნაჩვენებია მტკივნეული და შეწითლებული ყელის, ჩახლეჩილი ხმის ან მისი სრულად დაკარგვის შემთხვევაში.
რაოდენობა 1 პასტ/მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ქსანტანის ფისი, დამატკბობლები: სორბიტის სიროფი, მალტიტოლის სიროფი, საქაროზა, აცესულფამი K, ნესვის არომატი, მარილი, შავი სტაფილოს კონცენტრირებული წვენი, ბოსტნეულის ზეთები, ცვილი, გამხსნელი წყალი.
ასლენდერი გამოიყენება მტკივნეული და შეწითლებული ყელის, ჩახლეჩილი ხმის ან მისი სრულად დაკარგვის შემთხვევაში.
ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica L. Ach.)- ექსტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდებს, ფენოლის ნაერთებს, ლიქენინის და ცხიმოვან მჟავებს.
პოლისაქარიდები (ლორწო) ხასიათდება ლორწოვანი გარსის მკვებავი და რეგენერაციული თვისებებით. ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica L. Ach.) შემცველი პრეპარატი ქმნის დამცავ გარს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, ამსუბუქებს ტკივილს, ანთებას და ახორცებს მცირე დაზიანებებს. გარდა ამისა იგი უზრუნველყოფს სასუნთქი და იმუნური სისტემის ნორმალურ და აქტიურ ფუნქციონირებას.
ალთე (Althea officinalis L.)– ექსტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს და სხვა აქტიურ კომპონენტებს.
პოლისაქარიდები (ლორწო) ფარავს ლორწოვან გარს და უზრუნველყობს მის მკვებავ, დამცავ და აღდგენით ფუნქციას. გამოიყენება პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის (მცირე დაზიანებები), ხმაურიანი სუნქვის, ყელის გაღიზიანების, მშრალი და გამაღიზიანებელი ხველის დროს.
პიტნა (Mentha arvensis L.)– სტანდარტიზებული ეთერზეთი შეიცავს მენთოლს, მენთონს, ლიმონენს და სხვ.
მენთოლი მისი ძირითადი კომპონენტია, რომელიც მას აძლევს სპეციფიურ სუნს და გამაგრილებელ ეფექტს. ის ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ბეგქონდარა (Thymus zygis L.)– სტანდარტიზებული ეთერზეთის ექსტრაქტი თიმოლი ხასიათდება ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებებით და ასევე აქვს მუკოლიზური მოქმედება.
ბეგქონდარას ეთერზეთი ამცირებს გაციების სიმპტომებს, როგორიცაა გაღიზიანებული და შეწითლებული ყელი, ტკივილის შეგრძნება და ხმის ჩახლეჩა.
მოზრდილთათვის და ბავშვებისთვის 3 წლის ზევით პასტილა გამოყენება საჭიროებისამებრ (არა უმეტეს 8 პასტილა დღეში). მიიღების ხანგრძლივობა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
გამოიყენება 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში
პასტილების წონა - 2 გრ.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება.