გარეგანი გამოყენების სპრეი მწერებისგან დასაცავად გაზისა და სპირტის გარეშე, ნატურალური შემადგენლობით.
ნიმის ზეთი - მწერების საწინააღმდეგო თვისებების გამო, ძალიან პოპულარულია ტროპიკულ რეგიონებში, აფრიკიდან - ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულებამდე.
ლიმონგრასი, გერანიუმი და ღვია - ასევე ფართოდ გამოიყენება მწერების მოსაგერიებლად.
მწერებისგან დამცავი სპრეი გარეგანი გამოყენებისთვის ნატურალური შემადგენლობით - გაზის და სპირტის გარეშე.
მწერებისგან დასაცავად შეისხურეთ კანზე ყოველ 2-3 საათში ერთხელ. შეიძლება ტანსაცმელზე, ზეწარზე, ბალიშის პირზე შესხურება - კოღოების მოსაგერიებლად.
მოერიდეთ თვალებისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ დაზიანებულ/შესიებულ/გაღიზიანებულ კანზე.
გახსნიდან ვარგისია 6 თვე.