ოპტინოლი ღრმა დატენიანება წვეთები თვალის 0.4% 10მლ ფლაკონი #1
ოპტინოლი ღრმა დატენიანება წვეთები თვალის 0.4% 10მლ ფლაკონი #1

ოპტინოლი ღრმა დატენიანება წვეთები თვალის 0.4% 10მლ ფლაკონი #1

ხორვატია

იადრან-გალენსკი

„ოპტინოლი“ - ღრმა დატენიანება გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის

პროდუქტის შესახებ

ოპტინოლი ღრმა დატენიანება წვეთები თვალის 0.4% 10მლ ფლაკონი

შემადგენლობა:

​ერთი მლ შეიცავს:

  • ჰიალურონის მჟავა ნატრიუმის ჰიალურონატის სახით – 4,028 მგ
  • ნატრიუმის ქლორიდი - 8,358 მგ
  • ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 0,705 მგ
  • დინატრიუმის ფოსფატი უწყლო - 1,108 მგ
  • გამოხდილი წყალი - 1 მლ-მდე


გამოყენების ჩვენებები:

დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ღრმა დატენიანება გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
„მშრალი თვალის“ სინდრომი (დისკომფორტი, სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება („ქვიშა თვალებში“), წვა, გაღიზიანება);
სხვადასხვა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარება - დისკომფორტის მოსახსნელად;
თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი ან რქოვანა გარსის დაზიანება და ტრავმები;


გამოყენების წესი:

გადაწიეთ თავი უკან და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში. წვეთების თანაბრად გადასანაწილებლად თვალის ზედაპირზე დაახამხამეთ თვალები რამდენჯერმე.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია დღეში რამდენჯერმე.

  • მოხსენით დამცავი ხუფი ფლაკონს. ხელით არ შეეხოთ საწვეთურის ღია ბოლოს.
  • მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითები ფლაკონის ფსკერზე, ხოლო დიდი თითი ფლაკონის ზედა ნაწილზე არსებულ მრგვალ ფირფიტაზე.
  • პირველი გამოყენების წინ გადმოატრიალეთ ფლაკონი წვერით ქვემოთ და 2-3-ჯერ დააჭირეთ დიდი თითი ფირფიტას პირველი წვეთის გამოჩენამდე.
  • გადაწიეთ თავი უკან. თავისუფალი ხელის საჩვენებელი თითით ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და აიხედეთ ზემოთ. ფლაკონი შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად დაიჭირეთ.
  • პრეპარატის ერთხელ ჩასაწვეთებლად დააჭირეთ ფირფიტას თითი. სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით, ყოველი ზეწოლის დროს გამოიყოფა ზუსტად 1 წვეთი. დახუჭეთ თვალი და ნელა ამოძრავეთ თვალის კაკალი ყველა მიმართულებით ხსნარის თანაბრად გადასანაწილებლად რქოვანა გარსის ზედაპირზე.
  • გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალზე.

! ფლაკონის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეახოთ მისი წვერი თვალს ან ლინზებს და არ შეეხოთ მას ხელით.
! ყოველი გამოყენების შემდეგ შეამშრალეთ საწვეთურის წვერი და დააფარეთ ხუფი.


შენახვის პირობები:

ინახება 10°C-დან 30°C ტემპერატურის, 45 – 80% ტენიანობისა და 84 – 106,7 კპა წნევის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.



მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იადრან-გალენსკი
ქვეყანა
ხორვატია
ჯენერიკი
ჰიალურონატ ნატრიუმი+ნატრიუმის ქლორიდი+ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი+დინატრიუმის ფოსფატი
დოზა
0.4%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ოპტინოლი ღრმა დატენიანება წვეთები თვალის 0.