როდის შეიძლება COQUN -ის გამოყენება? COQUN® წარმოადგენს სტერილურ, უკონსერვანტო თვალის წვეთებს ორი ანტიოქსიდანტური მოლეკულის - კოენზიმ Q10-ისა და ვიტამინ E TPGS შემცველობით, რომელიც განკუთვნილია, როგორც ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დამატებითი სამკურნალო საშუალება გლაუკომის დროს. COQUN-ს აქვს უნარი მართოს გლაუკომასთან დაკავშირებული ოქსიდაციური დაზაინება.
გამოყენების მეთოდი: ჩაიწვეთეთ COQUN-ის 1-2 წვეთი თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში ან თქვენი ოფთალმოლოგის დანიშნულებისამებრ.
სიფრთხილის ზომები: • არ გამოიყენოთ პროდუქტი ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ. • თუ აღგენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი რეაქცია, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ოფთალმოლოგს. • პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ლინზების ხმარების დროსაც. • სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემხვევაში, კოქუნი გამოიყენეთ სხვა წვეთის ჩაწვეთებამდე 10 წუთით ადრე ან ჩაწვეთებიდან 10 წუთის შემდეგ. • პროდუქტი სტერილობას ინარჩუნებს 60 დღის განმავლობაში პირველი გახსნის შემდეგ. • ვარგისიანობის თარიღი ეხება სწორად შენახულ, გაუხსნელ პროდუქტს. • არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ნაჩვენებია შეფუთვაზე. • პროდუქტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები. • არ დაუშვათ, რომ ბოთლის წვერი თქვენს თვალებს შეეხოს. • არ გამოიყენოთ ბოთლი, თუ ის დაზიანებულია. • შეინახეთ პროდუქტი სინათლისგან, სითბოსგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. • პროდუქტი არის ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის. • არ გადაყლაპოთ