დეპ-1 წვეთები თვალის 10მლ #1

დეპ-1 წვეთები თვალის 10მლ #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დექსპანთენოლი 30 მგ, პოლივინილის სპირტი 14 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დიკალიუმის ფოსფატი, ბენ-ზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

გამოყენების ჩვენებები
- რქოვანასა და კონიუნქტივას სიმშრალის სიმპტომური მკურნალობა ცრემლის სეკრეციის დაქვეითების გამო, რომელიც განპირობებულია ადგილობრივი ან სის-ტემური დაავადებებით, ასევე ქუთუთოების არასრული დახურვით;
- თვალის ზედაპირის დატენიანება მყარი კონტაქტური ლინზების ტარებისას.

გამოყენების წესი და დოზირება:
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
მოზრდილებში დეპ-1-ს აწვეთებენ თითო წვეთს 6-ჯერ დღე-ღამეში კონიუნქტივალურ პარკში. მძიმე შემთხვევებში თვალის წვეთების გამოყენება შესაძლებელია ყოველ 1 საათში ერთხელ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე და ინდივიდ-უალურად დგინდება. ჩვეულებრივ, ხელოვნური ცრემლის პრეპარატების გამოყენება შესა-ძლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესა-ბამისი სიმპტომები დროებითია და დაკავშირებულია ძირითად დაავადებასთან ან მედი-კამენტურ მკურნალობაზე რეაქციასთან.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ სახურავი. არ არის რეკომენდებული საწვეთურის წვერით თვალებთან ან სხვა ზედაპირთან შეხება.
რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ინსტილაციებს შორის 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა, თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.
პედიატრიული პოპულაცია
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.

შენახვის პირობები"
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 კვირის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დექსპანთენოლი+პოლივინილალკოჰოლი
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი