ჩვენება: მენიერის დაავადება და სინდრომი, რომლებსაც ახასიათებს სამი ძირითადი სიმპტომი: თავბრუსხვევა, ზოგჯერ გულისრევის და ღებინების თანხლებით; სმენის დაქვეითება (სიყრუე); შუილი ყურებში. სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; ფეოქრომოციტომა; ბავშვები: რეკომენდებული არ არის მისი დანიშვნა ამ ასაკობრივ ჯგუფში (18 წლამდე).
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში: მიზანშეწონილი არ არის ბეტაჰისტინის გამოყენება ორსულობის პერიოდში დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევების გარდა. ბეტაჰისტინი არ უნდა გამოიყენონ ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების წესი და დოზები: მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 24-48მგ-ს, თანაბრად განაწილებული დღე-ღამის განმავლობაში მისაღებად. 8მგ ტაბლეტები: 1–2 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში; 16მგ ტაბლეტები: ნახვარი-1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში; 24მგ ტაბლეტები: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, ეფექტის მიხედვით. ზოგჯერ სიმპტომების შემცირება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ. საუკეთესო შედეგები ზოგჯერ მიიღწევა პრეპარატის მიღებისას რამდენიმე თვის განმავლობაში. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ დაავადების დასაწყისში მკურნალობის დანიშვნა ხელს უშლის მის პროგრესირებას ან-და სმენის დაკარგვას გვიან ეტაპებზე.