ჩვენებები: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები. გვერდითი მოვლენები: სისუსტე, მოდუნება, (განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას), ალერგიული რეაქციები; პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ყაბზობა. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. სხვა პრეპრატებთან ურთიერთქმედება: აძლიერებს საძილე, სედაციური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას. სიფრთხილის ზომები: პრეპარატის მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ფსიქომოტრული რეაქციების შეცირება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
შენახვა: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შეფუთვა: #50 შემოგარსული ტაბლეტი მინის ფლაკონებში. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ყურადღება: ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია! გაცემის წესი: ფრამაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ურეცეპტოდ.