ესრამი ტაბლეტი 10მგ #28

ესრამი ტაბლეტი 10მგ #28

თურქეთი

ნობელ ფარმა ილაჯ
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10 მგ ესციტალოპრამს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

ჩვენებები: ნებისმიერი სიმძიმის დეპრესიული ეპიზოდები, დიდი დეპრესიული აშლილობა, პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატის მიღება ხდება დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ დროს, კვებისგან დამოუკიდებლად. არ არის დადგენილი მისი უსაფრთხოება 20 მგ-ზე მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში. დიდი დეპრესიული აშლილობა: 10 მგ დღეში ერთხელ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად. ანტიდეპრესიული ეფექტი მიიღწევა 2-4 კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა 6 თვეზე მეტი. შფოთვითი აშლილობა აგორაფობიით და აგორაფობიის გარეშე: მკურნალობა იწყება 5 მგ-ით დღეში პირველი კვირის განმავლობაში და როგორც წესი იზრდება 10 მგ-მდე დღეში. მოგვიანებით დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე დღეში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3 თვეში. მკურნალობა გრძელდება რამოდენიმე თვე. სოციალური შფოთვითი აშლილობა: 10 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ-მდე ან გაზრდა მაქსიმალურ რეკომენდებულ 20 მგ-მდე. რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეფასდეს პაციენტის მდგომაროება. რეციდივების საპროფილაქტიკოდ გამოიყენება 6 ან მეტი თვის განმავლობაში. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: 10 მგ დღეში. შეიძლება დოზის გაზრდა მაქსიმალურ 20 მგ-მდე. მკურნალობა ხანგრძლივია. ობსესიურ-კომპულსიური დარღვევა: საწყისი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. დოზა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში. ხანდაზმული პაციენტები: მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება რეკომენდირებული დოზის ნახევარი, ხოლო თერაპიის შესანარჩუნებლად- ყველაზე დაბალი მაქსიმალური დოზა. ბავშვები და მოზარდები: პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული. თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. თირკმლის მძიმე უკმარისობისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის კორექცია.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ფარმა ილაჯ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ესციტალოპრამი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი