პროდუქტის შესახებ
კაფსულები
გინკგოს მშრალი ექსტრაქტი გასუფთავებული და სტანდარტიზებული
ზოგადი დახასიათება
აღწერილობა
ყავისფერი კაფსულები
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს 120 მგ ექსტრაქტს (მშრალს, გასუფთავებულსა და სტანდარტიზებულს) Ginkgo bilobae L.-ს ფოთლებისაგან (გინკგოს ფოთლები) (35-67:1), სტანდარტიზებული შემცველობამდე:
• 26.4 – 32.4 მგ ფლავონოიდები ფლავონური გლიკოზიდების სახით;
• 3.36 – 4.08 მგ გინკგოლიდები A, B, C;
• 3.12 – 3.84 მგ ბილობალიდი.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის (მაისის) სახამებელი, ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: რკინის ოქსიდი შავი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
გამოშვების ფორმა
კაფსულები
სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
ფსიქოანალეპტიკური საშუალებები. პრეპარატები დემენციის სამკურნალოდ. კოდი აქთ N06DX02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბილობილ ინტენსის კაფსულებში შემავალი გინკგოს ფოთლების სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი მიეკუთვნება მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დემენციის სამკურნალოდ. დემენცია არის თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომლის ყველაზე გამოხატული სიმპტომი არის მეხსიერების დაკარგვა.
ბილობილ ინტენსის კაფსულები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თავის ტვინის მეტაბოლიზმს და ხელს უშლის გონებრივი შრომისუნარიანობის შემცირებას ყველა ტიპის მსუბუქი თუ ზომიერი დემენციის დროს.
კიდურებში სისხლმომარაგების დარღვევის დროს ბილობილ ინტენსის კაფსულები ამცირებენ სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას.
ჩვენებები
ბილობილ ინტენსის კაფსულები არის მცენარეული სამკურნალო საშუალება და რეკომენდებულია სიმპტომატური მკურნალობისათვის:
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევების დროს (დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული დემენციის, სისხლძარღვოვანი დემენციის ან შერეული ფორმის დროს), რაც გამოიხატება მეხსიერებისა და გონებრივი შრომისუნარიანობის შემცირებით, თავბრუთი, ყურებში ხმაურით, აპათიით, თავის ტკივილით, ძილის დარღვევითა და საერთო სისუსტით;
• კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადიის დროს, შემდეგი გამოვლინებებით: სიცივის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება, ტკივილის სიარულის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები (დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული დემენციის, სისხლძარღვოვანი დემენციის ან შერეული ფორმის დროს): 1 კაფსულა ორჯერ დღეში დილით და საღამოს.
კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია: 1 კაფსულა დღეში ერთხელ, სასურველია დილით.
კაფსულები გადაიყლაპება მთლიანად, წყლის მიყოლებით, დამოუკიდებლად საკვების მიღებისა.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ გამოვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში. ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად, განსაკუთრებით ეს რეკომენდებულია ხანდაზმული პაციენტებისათვის, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 3 თვე. განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ დაგავიწყდათ ბილობილ ინტენსის მიღება – რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გამოტოვებული კაფსულა. იმ შემთხვევაში, თუ ბილობილ ინტენსის მომდევნო მიღების დრო დადგა, ნუ მიიღებთ პრეპარატის ორმაგ დოზას, ხოლო განაგრძეთ მიღება ჩვეული სქემის მიხედვით.უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა გინკგოს ექსტრაქტის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რაიმე პირდაპირი თუ არაპირდაპირი მავნე ზეგავლენა რეპროდუქციული ტოქსიურობასთან მიმართებაში არ გამოავლინა. ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა თუ სხვა რაიმე მექანიზმთან მუშაობის უნარზე არ არსებობს.შენახვის პირობები და ვადები
შეინახცეთ არა უმეტეს 25oCტემპერატურის პირობებში, ბნელ და მშრალ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
132603