გამოყენება არტიგო შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს – ცინარიზინს და დიმენჰიდრინატს. ეს ნივთიერებები სხვადასხვა მედიკამენტების ჯგუფს მიეკუთვნება. ცინარიზინი კალციუმის ანტაგონისტია, დიმენჰიდრინატი - ანტიჰისტამინური საშუალება. ორივე ნივთიერება აქვეითებს თავბრუსხვევის (თავბრუსხვევის ან „ტრიალის“ შეგრძნებას) და გულისრევის სიმპტომებს. ორივე ნივთიერების ერთდროულად გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე მათი ცალ-ცალკე გამოყენება. არტიგო გამოიყენება მოზრდილებში სხვადასხვა წარმოშობის თავბრუსხვევის სიმპტომების სამკურნალოდ. თავბრუსხვევას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე განსხვავებული მიზეზი. არტიგოს მიღება დაგეხმარებათ თავბრუსხვევით გამოწვეული სირთულეებისას ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში. უკუჩვენებები არ მიიღოთ არტიგო თუ - ხართ ალერგიული ცინარიზინის, დიმენჰიდრინატის ან დიფენჰიდრამინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი შემადგენლობაში); - ხართ 18 წლამდე ასაკის; - გაქვთ ალერგია ნებისმიერ სხვა ანტიჰისტამინურ საშუალებაზე (როგორიცაა ასტემიზოლი, ქლორფენირამინი და ტერფენადინი, რომლებიც გამოიყენება როგორც ანტიალერგიული საშუალებები). არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმის რჩევის გარეშე; - გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალის დაავადების სპეციფიკური ტიპი); - გაქვთ ეპილეფსია,; - გაქვთ თავის ტვინში წნევის მომატება (მაგ. სიმსივნის გამო); - ბოროტად მოიხმართ ალკოჰოლს; - გაქვთ პროსტატის პრობლემები, რაც იწვევს შარდის შეკავებას; - გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. მიღების წესი ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით, ჭამის შემდეგ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაღეჭვის გარეშე. ჩვეულებრივ, არტიგო გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში. არტიგოს უფრო ხანგრძლივი მიღების საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი. შენახვის წესი პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.