ამვინაითი კაფსულა #30

ამვინაითი კაფსულა #30

ამერიკის შეერთებული შტატები

ამვილაბი

ამვი ნაითის კაფსულა დამამშვიდებელი, საძილე საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას და სწრაფ ჩაძინებას, ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არეგულირებს გულის მუშაობას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

პროდუქტის შესახებ

ამვინაითი კაფსულა

შემადგენლობა:

​მელატონინი - 3 მგ, მაგნიუმის ოქსიდი - 75 მგ, კატაბალახას ფესვი - 150 მგ, პასიფლორა - 75 მგ


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამვი ნაითის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება. მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ცირკადულ რითმებს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ), ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას. ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მელატონინი არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას. კატაბალახა ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აქვს მსუბუქი საძილე, დამამშვიდებელი მოქმედება, ახასიათებს სპაზმოლიზური, მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ მიმოქცევას. პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას, ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას. მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსის გადაცემაში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ხსნის კუნთოვან სპაზმს, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას, უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს


ჩვენება:

  • ძილის დარღვევები, უძილობა
  • მოუსვენრობა, შფოთვა
  • მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით
  • ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა
  • კონცენტრაციის დაქვეითება
  • ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში)
  • კლიმაქტერული სინდრომი
  • ანგიონევროზი და ვეგეტონევროზი
  • ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი)


მიღება და დოზირება:

1-2 კაფსულა დაძინებამდე ერთი საათით ადრე, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით


გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.


შენახვა:

შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ამვილაბი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
მელატონინი+კატაბალახა+პასიფლორა
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ამვინაითი კაფსულა #30