ზუმ-25 გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 25მგ პაკეტი #10
ზუმ-25 გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 25მგ პაკეტი #10

ზუმ-25 გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 25მგ პაკეტი #10

საქართველო

ჯი-ემ-პი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ზუმ-25-ის ერთი პაკეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის 36.9 მგ-ს (25 მგ დექსკეტოპროფენის ეკვივალენტური).
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.
ჩვენება: ზუმ-25 გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის ხანმოკლე კურსით, მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილის, მენსტრუაციის დროს ტკივილის (ალგომენორეის), კბილის ტკივილის დროს.
უკუჩვენება: - ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;- ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ; - ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ გამოვლენილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე დროის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ცხვირის ლორწოვანის შეშუპება ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (კანზე გამონაყარი), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის დარღვევა) ან ხიხინი გულ-მკერდის არეში;
- თუ გქონდათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლის განსაკუთრებული ფორმა და/ან ბუშტუკების წარმოქმნა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (სისხლში ცხიმების კონცენტრაციის დასაქვეითებელი პრეპარატები) მიღების დროს;
- თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა (მაგალითად, მოუნელებლობა (დისპეფსია), გულძმარვა);
- ტკივილის გამო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენა ან პერფორაცია;
- თუ გაქვთ ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება (კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი);
- თუ გაქვთ გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმლების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა;
- თუ გაქვთ მომატებული სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;
- თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო;
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ძუძუთი კვება;
- 18 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი ზუმ-25-ის მიღება უკუნაჩვენებია.
დოზირება და მიღების წესი: ზუმ-25 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითების დაცვით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის სწორად მიღების ინსტრუქცია: გახსენით პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში, კარგად მოურიეთ, რომ უკეთესად გაიხსნას. ხსნარი უნდა მიიღოთ გახსნისთანავე.
ინახება 15-30რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
დექსკეტოპროფენი
დოზა
25მგ
ფორმა
გრანულა ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი