ჩვენებები: სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილი, განსაკუთრებით ნერვულ ნიადაგზე, კისრისმიერი შაკიკი, კეფისა და სამწვერა ნერვის ნევრალგია, კონსტიტუციური თავის ტკივილი; ციებ-ცხელების შედეგად გამოწვეული თავის ტკივილი; როგორც დამხმარე თერაპია _ გრიპის, ანგინის, ალკოჰოლის გამოყენების შემდგომ და მენსტრუაციის წინა პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება: ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მწვავე შემთხვევებში 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში. გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე. წყლის მიყოლების გარეშე. გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი. უკუჩვენებები: არ არის დადგენილი. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ აქვეითებს მძღოლების რეაქციას. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.