ნიმესილი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 100მგ პაკეტი #30
ნიმესილი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 100მგ პაკეტი #30

ნიმესილი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 100მგ პაკეტი #30

იტალია

ბერლინ-ჰემ მენარინი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - nimesulide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პირაზოლინის წარმოებულები

ჩვენებები:
ნიმესულიდი ინიშნება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ: პოსტოპერაციული ტკივილი მოტეხილობის, ღრძობის, ტრავმის, დაჭიმვის დროს; სახსრების და კუნთების დაავადებების დროს; ტკივილი ზურგში; ანთებითი და დეგენერაციული ართრიტი; მაანკილოზებელი სპონდილიტი; ოსთეოართრიტი მწვავე ფაზაში; კბილის ექსტრაქციის დროს და კბილის ქირურგიაში; გინეკოლოგიურ ქირურგიაში; ონკოლოგიურ ავადმყოფებში ტკივილის დროს

უკუჩვენებები:
ნიმესულიდისადმი მომატებული მგრძნობელობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ღვიძლის ფუნქციების დარღვევები.

გაფრთხილება:
არასტეროიდული სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ნიმესულიდს ახასიათებს გამოკვეთილი გასტროტოქსიური მოქმედება. აქედან გამომდინარე, ნიმესულიდმა შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან, როგორიცაა სისხლდენა, წყლულის წარმოქმნა, კუჭის პერფორაცია, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ დროს, მათ შორის წინამდებარე მოვლენების (სიმპტომების) გარეშე. ნიმესულიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის მხრიდან, როგორიცაა დისპეპსია. ამიტომ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პაციენტს ანამნეზში არა აქვს არანაირი სიმპტომები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან, საჭიროა ყურადღების მიქცევა წყლულოვანი დაავადების და სისხლდენის წარმოქმნაზე. აგრეთვე საჭიროა პაციენტის გაფრთხილება მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.

დოზირება და გამოყენების წესი:
ტაბლეტი / პაკეტი მიიღება პერორალურად როგორც სიცხის დამწევი და ანალგეზიური საშუალება. მოზრდილებში 1 ტაბლეტი / პაკეტი დღეში 2-ჯერ.
15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება

გვერდითი მოვლენები და გაფრთხილებები:
ღებინების შეგრძნება, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი. პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენაა ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა ახალშობილებში.
გაფრთხილება:
ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით. პრეპარატი ამცირებს ბეტა-ბლოკერების და დიურეზული საშუალებების მოქმედებას. შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნიმუსოლის და ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღების შესახებ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერლინ-ჰემ მენარინი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ნიმესულიდი
დოზა
100მგ
ფორმა
გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი