კეტონალი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #10
კეტონალი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #10

კეტონალი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #10

სლოვენია

ლეკი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: კეტოპროფენი

გამოყენების ჩვენებები: კეტოპროფენი წარმოადგენს არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.

გამოყენების ჩვენებები
ტკივილი:
- ოპერაციის შემდგომი;
- მტკივნეული მენსტრუაციები;
- ტკივილი ძვლოვანი მეტასტაზების შედეგად სიმსივნეების მქონე პაციენტებში;
- ტრავმის შემდგომი.

რევმატული დაავადებები:
- რევმატოიდული ართრიტი;
- სპონდილოართრიტი (მაანკილოზირებადი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი);
- ნიკრისის ქარი, ფსევდო ნიკრისის ქარი;
- ოსტეოართრიტი;
- სახსარგარე რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსარის კაფსულიტი).

რეკომენდებული დოზა
მოზრდილები და 15 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: მაქსიმალურად 200 მგ დღე-ღამეში. რეკომენდებულია არ დანიშნოთ ინიექციები 3 დღეზე დიდი ხნით. დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღწევისას კეტონალს ნიშნავენ შიგნით მისაღებად.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენისა ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ანამნეზში ბრონქიალური ასთმის, ჭინჭრის ციებ-ცხელების, რინიტის, ბრონქოსპაზმის ან ალერგიული ტიპის რეაქციების არსებობა კეტოპროფენის ან მსგავსი მოქმედი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, როგორებიცაა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (შემდგომში აასპ) ან სალიცილატები (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა);
- მძიმე ფორმის გულის უკმარისობა;
- ტკივილის მკურნალობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში აორტოკორონარული შუნტირების (აკშ) ოპერაციის შესრულებისას;
- პეპტიდური წყლული აქტიურ ფაზაში, ასევე კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში;
- კუჭ-ნაწლავური, ცერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა;
- ქრონიკული დისპეპსია ანამნეზში;
- თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
- სისხლდენისკენ მიდრეკილება;
- ორსულობის ბოლო ტრემესტრი ;
- 15 წლამდე ასაკის ბავშვები;
- სისხლის შედედების დარღვება ან მიმდინარე მკურნალობა ანტიკოაგულანტებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეკი
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
კეტოპროფენი
დოზა
50მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი