ინდომეტაცინი სანთელი რექტალური  50მგ #6

ინდომეტაცინი სანთელი რექტალური 50მგ #6

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
წამლის ფორმა: სუპოზიტორია.
შემცვლობა: ინდომეტაცინი.

გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება მკაცრად ექიმის დანიშნულებით გართულებების ასარიდებლად!
ინდომეტაცინი სუპოზიტორები 50 მგ გამოიყენება: სხვადასხვა გენეზის მწვავე ართრიტებისას (მათ შორის პოდაგრული); ქრონიკული ართრიტებისას, განსაკუთრებით რევმატიული ართრიტებისას (ქრონიკული პოლიართრიტები); ანკილოზირებადი სპონდილიტისას (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი-რევმატიული დაავადებებისას; ართროზებისა და სპონდილოართროზებისას (ანთებითი მდგომარეობა სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების დროს); რბილი ქსოვილების რევმატიზმისას; მტკივნეული შეშუპებებისა და ანთებების დროს ტრავმებისა და ოპერაციული ჩარევების სემდეგ (ზოგადქირურგიული, გინეკოლოგიური, სტომატოლოგიური და ა.შ.).

უკუჩვენებები:
ინდომეტაცინის გამოყენება უკუნაჩვენებია: ინდომეტაცინის, ასპირინის ან სხვა აასს მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობისას (მითითებები ანამნეზში ბრონქოსპაზმზე, ჭინჭრის ციებაზე ან რინიტზე, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავის მიღებით); პროქტიტის და სხვადასხვა წარმოშობის რექტალური სისხლდენებისას; კუჭისა და/ან ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას გამწვავების ფაზაში; ორსულობისა და ლაქტაციის დროს; ბავშვთა ასაკში (14 წლამდე).
ინდომეტაცინის გამოყენება ექიმის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი-წყლულოვანი დაავადებებისას (წყლულოვანი კოლიტები, კრონის დაავადება) ანამნეზში; გულის ქრონიკული უკმარისობისას; არტერიული ჰიპერტონიისას; სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევებისას; ღვიძლისა და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევისას; ხანდაზმულ ასაკში; უშუალოდ მძიმე ოპერაციული ჩარევის შემდეგ.
საჭიროა სიფრთხილე ინდომეტაცინის დანიშვნისას პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ფსიქიური მოშლილობა, დეპრესია, პარკინსონიზმი, ეპილეფსია.
დიდი სიფრთხილითა და ექიმის პირდაპირი კონტროლის ქვეშ ინდომეტაცინის გამოყენება შეიძლება ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ ასთმა, ალერგიული სურდო, ცხვირის ლორწოვანას პოლიპები, ასევე სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციებისას ავადმყოფებში ჰიპერმგრძნობელობით აასს მიმართ ასთმის შეტევის, კვინკეს შეშუპების ან ურტიკარიის წარმოქმნის საშიშროების გამო.

გამოყენების წესი და დოზები:
დოზირებებსა და მკურნალობის ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობის თავისებურებისა და მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.
სუპოზიტორები შეიყვანება ნაწლავის გამოსუფთავების შემდეგ, შეძლებისდაგვარად ღრმად სწორ ნაწლავში.
ჩვეულებრივ უფროსებს ენიშნებათ თითო 50 მგ სუპოზიტორი ორჯერ დღე-ღამეში.
14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს 1.5-2.3 მგ/სხ.წ.კგ დღე-ღამეში.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ძC,
სუპოზიტირი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. წამლის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის დანიშნულებით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ინდომეტაცინი
დოზა
50მგ
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
6
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი