გამოიყენება სპორტული დაზიანებების, კისრის დაჭიმვის, ზურგის და რევმატული ტკივილის დროს.
მენთოლი 10%, ქაფური, თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი და ეთერზეთები.
ადგილობრივი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი და გამაგრილებელი საშუალებაა, რომელიც ეფექტურია სახსრების, კუნთების და რბილი ქსოვილების სამკურნალოდ, სპორტული დაზიანებების, კისრის დაჭიმვის, ზურგის და რევმატული ტკივილის დროს.
შეისხურეთ სპრეი სასურველ ადგილას, სუფთა და მშრალ კანზე, შეიზილეთ ნაზი მოძრაობით 3-4-ჯერ დღეში, საჭიროებისმებრ.
გამოყენები სშემდეგ ხელები დაიბანეთ საპნით.
სპრეი არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. პროდუქტი არ არის განკუთვნილი ორსული და მეძუძური ქალებისა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სპრეი არ უნდა წაისვათ ლორწოვან გარსზე და დაზიანებულ კანზე.
პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და ბნელ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.