ალერიქსი ალერგენის გამანეიტრალებელი სპრეი 400მლ #1
ალერიქსი ალერგენის გამანეიტრალებელი სპრეი 400მლ #1

ალერიქსი ალერგენის გამანეიტრალებელი სპრეი 400მლ #1

პოლონეთი

აისიბი ფარმა
პროდუქტის შესახებ
ალერიქსის სპრეი
შემადგენლობა
ჰიპრომელოზა, პოლი (ვინილ ალკოჰოლი), ლიმონმჟავა, იზოპროპილ მირისტატი, ბენზილ ბენზოატი, კოლოიდური სილიკატი.

შექმნილია ოთახის მტვერში არსებული ალერგენების(ოთახის მტვრის ტკიპის ალერგენები, მცენარის მტვერი, შინაური ცხოველების და სოკოების ალერგენები) მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად. ის ანეიტრალებს ოთახის მტვრის ალერგენებს, მათი ქიმიური სტრუქტურის შეცვლის ხარჯზე და ჰაერში მყოფ ალერგენებს აწებებს ერთმანეთს. შედეგად ის ამცირებს ალერგენების კონცენტრაციას ჩასუნთქულ ჰაერში და აუმჯობესებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას.

ალერიქსის სპრეი გამოიყენება:
ბავშვები მემკვიდრეობითი ალერგიული დაავადებით - ალერგიის პირველი სიმპტომებისგან დასაცავად.
ალერგიული ადამიანები სენსიბილიზაციის პირველი სიმპტომებით - ალერგიული დაავადების განვითარების დასათრგუნად.
ადამიანები ალერგიული სიმპტომებით - ალერგიის გამწვავებებისგან დასაცავად და ალერგიული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ საცხოვრებელი სივრცის სისუფთავეზე, განსაკუთრებით ყოველდღიურ მოსასვენებელ ადგილებში.

გამოყენების წესი
გახსენით სპრეი „ON” ღილაკზე ხელის დაჭერით
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ კონტეინერი
მოხსენით გადასაკრავები მატრასებს, საბნებს და ბალიშებს
შეასხურეთ ნივთებს ან ზედაპირებს ორივე მხრიდან დაახლოებით 20-30 სმ-ის მანძილიდან ზევით-ქვევით მოძრაობით
შესხურებული ზედაპირების გამოყენება შესაძლებელია ნივთების გაშრობის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, შესხურების შემდეგ გაანიავეთ ოთახი.
გარემოდან ალერგენების ეფექტურად მოსაშორებლად შესხურებული ზედაპირები არ გაწმინდოთ მტვერსასრუტით 24 სთ-ის განმავლობაში. პროდუქტის კომპონენტებს ესაჭიროება დრო, რათა შეაწებოს ალერგენები და შეამციროს მათი ფილტვებში ასპირაციის რისკი.
საჭიროების შემთხვევაში გარეცხეთ ხალიჩა ან რბილი ავეჯი, გარეცხვის შემდეგ ხელახლა შეასხურეთ ალერიქსის სპრეი, მომავალში დასაცავად.

ალერიქსის სპრეის გამოყენება რეკომენდებულია რბილ და ტექსტილის ზედაპირებზე, სადაც ოთახის მტვრის ალერგენების მაღალი კონცენტრაციაა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს, სადაც გძინავთ (მატრასები, დივნები), საბნებს და ბალიშებს, რბილ ავეჯს, ხალიჩებს, ხალიჩიან იატაკებს და ა.შ
მატრასები, საბანი და ბალიში, რბილი ავეჯი, ხალიჩები და ხალიჩით დაფარული იატაკები, ფარდები, რბილი სათამაშოები, ბავშვის უსაფრთხოების სავარძელი და მანქანის სალონის რბილი გადასაკრავები, შინაური ცხოველების საწოლები.
უსაფრთხოება და მოქმედების ხანგრძლივობა
ალერიქსის სპრეის ეფექტი გრძელდება 6 თვის მანძილზე და თანდათანობით გამოთავისუფლებული ინგრედიენტები უსაფრთხოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.
ალერიქსის სპრეიმ გაიარა ტოქსიკურობის ტესტები, დერმატოლოგიური ტესტები და მისი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.

მოარიდეთ ბავშვებს, შეინახეთ 5-40 ტემპერატურაზე.

სიფრთხილის ზომები

გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ დაიტანოთ უშუალოდ ადამიანის ან ცხოველის კანზე. მკაცრად მოერიდეთ შეხებას თვალებთან, პირთან, ცხვირთან ან ყელთან. ამ ადგილებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ 10-15 წთ-ის განმავლობაში დიდი რაოდენობის წყლით. თუ გაღიზიანება რჩება, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ გამოიყენოთ ნებისმიერ ინგრედიენტზე ალერგიის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, მოარიდეთ ბავშვებს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აისიბი ფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ჰიპრომელოზა+პოლივინილ ალკოჰოლი+ ლიმონმჟავა+იზოპროპილ მირისტატი+ბენზილ ბენზოატი+კოლოიდური სილიკატი
ფორმა
სპრეი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
400მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი