შემადგენლობა: ველქარის სიროფი არის თხევადი საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტ.C)-100მგ; აფრიკულ გერანიუმს (პელარგონიუმ სიდოიდის)-40მგ და დინდგელს (პროპოლისს)-135მგ.
ჩვენება: ვიტამინი C ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს; ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დინდგელს აქვს სწრაფი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ორგანიზმზე მოქმედებს როგორც მატონიზირებელი საშუალება; აფრიკული გერანიუმი როგორც დამხმარე საშუალება ეხმარება ორგანიზმს ვირუსული ინფექციიების დროს-როგორიც არის სურდო და გაციება-მათ წინააღმდეგ ძალების მობილიზებაში. გამოყენების რეკომენდაცია: გაციების და გრიპის პროფილაქტიკა; სასუნთქი გზების გაურთულებელი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების (სურდო, ყელის ანთება, ხველა, სისუსტე) დროს სიმპტომების შემსუბუქება.
რით არის განპირობებული უსაფრთხოება? ველქარი არის ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული, შაქრისა და საღებავების გარეშე.
უკუჩვენებები: პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად გადაიტანება. მიუხედავად ამისა, ნებისმეირი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი და დოზირება: ველქარის სიროფი მიიღება 4 დან-10 წლამდე ასაკის ბავშვებში 5მლ 3-ჯერ დღეში. 11 წლის და ზემოთ მოზრდილებში-7.5მლ 3-ჯერ დღეში. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრში).
გამოშვების ფორმა: 150მლ სიროფი.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. გახსნის შემდგომ 90 დღე ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ჰონორ ლტდ (Honor Ltd), თურქეთი.
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ელ კომპანი (El Company).