ფარმაკოლოგიური თვისებები მცენარეული წარმოშობის იმუნომოდულატორული მოქმედების პრეპარატია. იმუნიტეტის გასაძლიერებლად განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში..
ჩვენება: • გრიპის და მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა • სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი ,საზომი კოვზით
შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25oC ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე