პროდუქტის შესახებ
CAMELYN– M1
პარასამკურნალო საშუალება.
წამლის ფორმა: ამპულები.
შემადგენლობა: „კამელინი- M“ ლიოფილიზატი-0.07 გ, პროპილენგლიკოლი -0,6 გ, საინექციო წყალი-1,33 გ.
„ კამელინი – M1“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.
აღწერა: საინექციო ხსნარი, ქარვის ფერი, 2.0 მლ. ამპულებში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.
ჩვენება: გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს, როგორც დამხმარე საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების და ტუბერკულოზური პლევრიტის დროს.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის 2.0 მლ კეთდება ინტრამუსკულარულად დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. „კამელინი - M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20–25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.
გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: „კამელინი-M1“ თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 2 მლ. მუქი ფერის მინის ამპულა, 10 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე, ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25o C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
204871