Echinacea (Liquid Drops), 1 fl oz (30მლ) ექინაცეა (წვეთები) საკვები დანამატი შემადგენლობა: 0.5მლ ორგანული ექსტრაქტი შეიცავს: Echinacea purpurea-15მგ; Echinacea angustifolia-15მგ.
Echinacea განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება რესპირატორულ ვირუსებთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთან საბრძოლველად ბავშვებში. ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას და გავლენას ახდენს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე.
გამოიყენება 6 თვის ასაკიდან. აქვს სასიამოვნო ფორთოხლის არომატი. არ შეიცავს გმო-ს, გლუტენს, კაზეინსა და ალკოჰოლს. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებსა და დამატკბობლებს.
ჩვენება: იმუნიტეტის გაძლიერება სეზონურად; მწვავე რესპირაცტორული დაავადებები (ზემო სასუნთქი გზების კატარი, გრიპი, ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი, ოტიტი); შარდ-სასქესო სისტემის მორეციდივე ინფექციები; ხშირი ავადობა.
მიღების წესი და დოზირება: 0-დან -1 წლამდე ბავშვებისათვის: 0.25მლ 1-2 ჯერ დღეში; 1+ წლიდან ბავშვებისათვის: 0.5მლ 1-2-ჯერ დღეში; საჭიროების შემთხვევაში: გამოიყენება 4-ჯერ დღეში არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში (მწვავე პერიოდში). გამოყენებამდე კარგად უნდა შეანჯღრიონ. უნდა მიეცეს ცალკე ან შეერიოს ბავშვის საყვარელ სასმელს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმეირი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.