ეს არის არაჰორმონალური შემადგენლობის ვაგინალური გელი, რომელიც გამოიყენება ვულვო-ვაგინალური ატროფიის დროს,რომელიც მთლიანად ხსნის ან მინიმუმამდე ამცირებს მისგან გამოწვეულ სიმპტომებს: სიმშრალე, გაღიზიანება, ქავილი, დისკომფორტი და/ან ტკივილი შარდვის და/ან სექსუალური აქტის დროს. ხელს უწყობს საშოს კედლის უჯრედების ზრდას და ბუნებრივი Ph-ის აღდგენას. ქალების 50 %-ზე მეტს აღენიშნებათ ვაგინალური ატროფიის სიმპტომები, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია ესტროგენების შემცირებასთან, რაც გვხვდება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, პერი და- პოსტმენოპაუზა, ლაქტაცია, სტრესი, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის შემდგომ.
გამოყენების ინსტრუქცია: გელის 1 დოზა( 1 მლ) უნდა იქნეს გამოყენებული ყოველდღიურად, 30 დღის განმავლობაში. შემდგომ ექიმის დანიშნულებით დანიშნულების საჭიროების მიხედვით 1) დაიბანეთ ხელები საპნით.2)გახსენით ტუბი. 3)აიღეთ აპლიკატორი და დააფიქსირეთ ტუბის თავზე. 4)დააჭირეთ ტუბს და აპლიკატორი ნიშნულამდე მთლიანად შეივსება გელით(1მლ). 5)მოხსენით აპლიკატორი ტუბიდან და ტუბს დაახურეთ თავი. 6)დაწექით ზურგზე და მუხლები მოხარეთ. აპლიკატორი ნაზად ჩაიდეთ საშოში- 4-5სმ-ზე და დააჭირეთ აპლიკატორის დგუშს სანამ არ მიაღწევს საწყის ნიშნულს. გასაადვილებლად შეგიძლიათ გელის მცირე დოზა წაუსვათ გარედან აპლიკატორს ან წაისვათ საშოს შესასვლელში. 7) წყლით გარეცხეთ აპლიკატორი. აპლიკატორიდან დგუშის ზემო ნაწილზე ხელით დაჭერით განაცალკავეთ დგუში და ცალცალკე გარეცხეთ. გაშრობის შემდეგ დგუში კვლავ ჩასვით აპლიკატორში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
207438
ბრენდი
პეპტონიკ მედიქალი
ქვეყანა
შვედეთი
ჯენერიკი
ჰიპრომელოზა+ბენზოის მჟავა+რძემჟავა+ნატრიუმის ჰიდროქსიდი+გამოხდილი წყალი