ერთი ტაბლეტი შეიცავს 13 მგ Cimicifuga racemosa (L.) Nutt., rhizoma (შავი კოჰოშის ფესურას) (DER native 4.5-8.5:1) ნატურალურ მშრალ ექსტრაქტს; ექსტრაგენტი გამხსნელი: ეთანოლი 60% (V/V);
თერაპიული ჩვენებები მენოპაუზის დროს ჩივილების შესამსუბუქებლად (წამოხურება, გადაჭარბებული ოფლიანობა, ძილის დარღვევა, ნერვოზი და განწყობის ცვლილება).
დოზირება და გამოყენების წესი: მოზრდილები: თუ სხვაგვარად არ არის დანიშნულება, მიიღეთ 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობა სითხის დაყოლებით. ეფექტი დაუყოვნებლივ არ ჩნდება. ციმიდონა ფორტეს მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში. ციმიდონა ფორტე რეკომენდებულია რამდენიმე თვის განმავლობაში; თუმცა, ექიმის რჩევის გარეშე არ უნდა იქნას გამოყენებული 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ბავშვები და მოზარდები: ციმიდონა ფორტეს გამოყენება და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში ჯერ არ არის გამოკვლეული.
შეინახეთ 25 C -მდე ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.