საერთაშორისო დასახელება - Betulin,Hieracium,K,Mg,Cl კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: ESI s.p.a მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #40 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
რენესპტი წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანია ESI-ის კვლევით ბაზაზე შექმნილ მცენარეული ექსტრაქტების კომპლექსს, რომელთა ერთობლივი მოქმედებით დიურეზის გაძლიერების ფონზე საშარდე სისტემაში ხორციელდება ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, რაც ხელს უწყობს საშარდე გზების გასუფთავებას. შემადგენლობაში შემავალი ელექტროლიტები უზრუნველყოფენ ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას.
ჩვენებები: - საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპია. - თირკმლებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა და ლითოტრიფსიის შემდგომ პერიოდში კენჭის ფრაგმენტების გამოძევების გაადვილება. - შეშუპებები (მათ შორის ქვემო კიდურების-დაღლილი ფეხის სინდრომი). - წონის კლების პროგრამა. უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ,
ორსულობა, ასაკი 12 წელამდე, დაბალი არტერიული წნევა მიღების რეჟიმი: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, საკმაო ოდენობის წყალთან ერთად. წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს გაიცემა რეცეპტის გარეშე.