პროვაგი არის ვაგინალური ფლორის მარეგულირებელი საშუალება, რომელიც შეიცავს პრობიოტიკულ შტამ Lactobacillus crispatus M247-ს. ეს შტამი შედის ჯანმრთელი ქალის უროგენიტალური ფლორის შემადგენლობაში და წარმოადგენს ვაგინალური ჯანმრთელობის მარკერს.
პროვაგი კაფსულა 20 მლრდ
შემადგენლობა: პრობიოტიკული შტამი Lactobacillus crispatus M247, 1 კაფსულა შეიცავს 20 მილიარდ CFU-ს (კოლონიის წარმომქმნელი ერთეული).
პროვაგი არის ვაგინალური ფლორის მარეგულირებელი საშუალება, რომელიც შეიცავს პრობიოტიკულ შტამ Lactobacillus crispatus M247-ს. ეს შტამი შედის ჯანმრთელი ქალის უროგენიტალური ფლორის შემადგენლობაში და წარმოადგენს ვაგინალური ჯანმრთელობის მარკერს.
პერორალური მიღებისას პროვაგი ახდენს ვაგინალურ გარემოში ბუნებრივ და ხანგრძლივ კოლონიზაციას, აღადგენს ვაგინალური ბაქტერიული ფლორის ბალანსს, წარმოქმნის L და D-ლაქტატს, უზრუნველყოფს ოპტიმალურ ვაგინალურ pH-ს (<4), ბაქტერიოცინებს, წყალბადის პეროქსიდს, ახდენს იმუნური ფუნქციის მოდულაციას, ავლენს ადგილობრივ ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, იცავს ორგანიზმს ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემებისგან.
პროვაგში შემავალი L. Crispatus M247 ერთადერთი, ევროპაში კარგად შესწავლილი შტამია. სხვა ვაგინალურ Lactobacillus crispatus-ის შტამებისგან განსხვავებით მასზე ჩატარებულია კლინიკური კვლევები. კლინიკური კვლევების მიხედვით, პროვაგი უზრუნველყოფს ვაგინალურ ნორმოცენოზს, აქვს ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექციისა და საშვილოსნოს ყელის პაპილომავირუსული დაზიანებისგან განკურნების თვისება, აქვს კლინიკური ეფექტურობა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და საშარდე გზების ინფექციების დროს, ზრდის დაორსულების შემთხვევების რაოდენობას in vitro განაყოფიერების დროს. L. Crispatus M247 ერთადერთი შტამია, რომელზეც ჩატარებულია სრული გენომის სექვენირება და არ აქვს გამოვლენილი ვირულენტობის არცერთი ფაქტორი, ამიტომ ის სრულიად უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის დროსაც. პროვაგში არსებული 20 მლრდ ცოცხალი ლაქტობაცილა უზრუნველყოფს პრობიოტიკის მაქსიმალურ კლინიკურ ეფექტურობას სხვა ლაქტობაცილებისგან განსხვავებით. პროვაგი გამოიყენება მეტრონიდაზოლთან და ბორის მჟავასთან ერთად კომბინაციაში, ასევე გამოიყენება კლინდამიცინთან ერთად 1-2 საათის ინტერვალით.
პროვაგი არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.
მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საუზმის დროს ან დაუყოვნებლივ საუზმის შემდეგ.
მიღების ხანგრძლივობა
გამოიყენება ქალებში 12 წლიდან.
უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილის შემცვლელად. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება მაცივარში +2-დან +8°C-ზე, პირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას. ტრანსპორტირება შესაძლებელია +25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე არაუმეტეს 48 საათისა.