პროსტატა-ნორმა+ სანთელი რექტალური 1.5გრ #10
პროსტატა-ნორმა+ სანთელი რექტალური 1.5გრ #10

პროსტატა-ნორმა+ სანთელი რექტალური 1.5გრ #10

საქართველო

ნიკ-ფარმა
პროდუქტის შესახებ
პროსტატა - ნორმა+

შემადგენლობა:
ერთი სანთელი შეიცავს: Dipotassium glycyrrhizinate 50 მგ, Aetheroleum Melaleucae Alternifoliae 50 მგ, ფუძე Adeps Solidus 1.4 გრ.

ჩვენებები: ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება
•ქრონიკული პროსტატიტი;
•ქრონიკული პროსტატიტით გამოწვეული სექსუალური დარღვევები;
•წინამდებარე ჯირკვლის ადენომის (პროსტატის ასაკობრივი გადიდება) დროს ანთებითი შეშუპება;
•პროსტატაზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
•ქრონიკული პროსტატიტის პროფილაქტიკა

დოზირება და გამოყენების წესი:
რექტალურად (სწორ ნაწლავში) თითო სანთელი დღეში 2 ჯერ, დილა-საღამოს 12 საათიანი შუალედით, 10-15 დღე . სანთლის შეყვანის შემდეგ აუცილებელია 20 წუთი მუცელზე წოლა.
კურსის გამეორება 2-3 თვის შემდეგ

პროსტატიტის პროფილაქტიკა:
1 სანთელი რექტალურად დღეში ერთხელ ან ორჯერ 15-20 დღის განმავლობაში. წელიწადში 2 ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ხანმოკლე ფაღარათი და უმნიშვნელო წვა, რომელიც არ ითვალისწინებს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა საშუალების შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:
•სანთლის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
•ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
•დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას შეიძლება აღინიშნოს ხანმოკლე ტკივილი.

შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში ტემპერატურაზე არა უმეტეს 10 C, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ მშრალ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნიკ-ფარმა
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
გლიცირიზინატი+ჩაის ხის ზეთი
დოზა
1.5გრ
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი