ოვესტინი სანთელი ვაგინალური 0.5მგ #15

ოვესტინი სანთელი ვაგინალური 0.5მგ #15

ირლანდია

ასპენ ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ოვესტინი

შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ესტრიოლი (მიკრონიზებული ესტრიოლი) 0,5 მგ
დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი დანამატებით (მყარი ცხიმი, გლიცერილრიცინოლატი,
მაკროგოლი ცეტოსტერილური ეთერი)

მიღების ჩვენებები:
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT): ქალებში პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტთან დაკავშირებული საშარდე და სასქესო გზების ქვედა ნაწილების ლორწოვანი გარსის ატროფიის მკურნალობა.
პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალების წინა- და პოსტოპერაციული თერაპია, როდესაც ქირურგიული ჩარევა ვაგინალური მიდგომით ხორციელდება.
როგორც დამხმარე დიაგნოსტიკური საშუალება საშვილოსნოს ყელის ნაცხის საეჭვო
შედეგისას ონკოციტოლოგიაზე (PAP-ტესტი, კლასი III) ქალებში მენოპაუზის დროს ატროფიული ცვლილებების ფონზე ანომალური უჯრედების აღმოჩენისას.

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვებისას:
ორსულობა:
პრეპარატი ოვესტინის გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია. თუ ორსულობა პრეპარატი
ოვესტინით მკურნალობის დროს დადგა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ძუძუთი კვების პერიოდი:
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი ოვესტინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოყენების მეთოდი და დოზები:
პრეპარატი ოვესტინი მხოლოდ ესტროგენს შეიცავს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება
ქალებში ინტაქტური (შენარჩუნებული) საშვილოსნოთი ან ანამნეზში ჰისტერექტომიით
(ამოკვეთილი საშვილოსნო).

გამოყენების მეთოდი:
ინტრავაგინალურად, საღამოს ძილის წინ. სანთლები ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში,
ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში. ქალებს, რომლებიც არ იმყოფებიან ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიაზე ან ქალებს, რომლებიც ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის კომბინირებული პრეპარატების უწყვეტი მიღების რეჟიმიდან გადაყავთ, შეუძლიათ პრეპარატის მიღება ნებისმიერ დღეს დაიწყონ. ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ციკლური ან უწყვეტი თანმიმდევრული რეჟიმიდან გადაყვანისას, პრეპარატი ოვესტინის მიღება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის წინა ციკლის დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს.

შენახვის პირობები:
2 C -დან 25 C-მდე ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ასპენ ფარმა
ქვეყანა
ირლანდია
ჯენერიკი
ესტრიოლი
დოზა
0.5მგ
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
15
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი