ჩვენებები: ჰორმონალური ფუნქციის მოშლით მიმდინარე ნებისმიერი დაავადების კომპლექსური თერაპია: მენსტრუალური ციკლის მოშლა, ამენორეა, დისმენორეა, უშვილობის კომპლექსური თერაპია, ვეგეტატიური დარღვევები - შაკიკი, დეპრესია - მენოპაუზის დროს; დამხმარე საშუალება საკვერცხეების ანთების, საშოდან გამონადენის, კრაუროზისას.
გვერდითი ეფექტები: კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობას მკურნალი ექიმი წყვეტს ინდივიდუალურად.
განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებში მენსტრუალური ციკლის ფუნქციური მოშლილობის აღსადგენად. პრეპარატი ახდენს ქალის სასქესო ორგანოების ფუნქციის ნორმალიზებას. ასევე მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე ჰორმონთა მობილიზაციის გზით, განსაკუთრებით ჰიპოფიზზე, სასქესო ჯირკვლებზე, ფარისებრ ჯირკვალზე, თირკმელზედა ჯირკვლებზე. პრეპარატი შეიძლება გახდეს სისხლდენის გაძლიერების ან ჭარბი მენსტრუალური გამონადენის მიზეზი.