ცისტიბაქტი კაფსულა 36მგ #20

ცისტიბაქტი კაფსულა 36მგ #20

ბელარუსი

მინსკინტერკაფსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს შტოშის მშრალ სტანდარტიზებულ ექსტრაქტს (პროანტოციანიდინის 40%) პროანტოციანიდინზე გადაანგარიშებით - 36 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლეციტინი (სოლეკი B -10), ფუტკრის ცვილი, მზესუმზირას ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ბენზოატი E-211, საღებავები: რკინის ოქსიდი წითელი E-172, რკინის ოქსიდი შავი E-172, კარმუაზინი E-122, ტიტანი დიოქსიდი E171.
აღწერილობა: რბილი კაფსულები ჟელატინი ოვალური ფორმის, წითელ-იასამნისფერი, გაუმჭვირვალე, მყარი, ნაჭდევით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა უროლოგიური პრეპარარები. კოდი ათქ G04BX.

ჩვენებები
სამკურნალო საშუალება ცისტიბაქტი ნაჩვენებია პროფილაქტიკისათვის და დამხმარე საშუალების სახით შარდგამომყოფი გზების დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს.

გამოყენების წესები და დოზები
ცისტიბაქტის დოზა არის 1 კაფსულა ღამით, ჭიქა წყლის მიყოლებით (შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ), მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. საჭიროების შემთხვევაში კურსი უნდა განმეორდეს.
შარდგამომყოფის გზების ინფექციების დროს, ტკივილითა და წვით მიმდინარე შარდვით, ასევე შარდგამმყოფის გზების ინფექციების ანტიბიოტიკებით მკურნალობის დასრულების შემდეგ ცისტიბაქტი მიიღება სულ მცირე 1 თვის განმავლობაში.
გამოყენების პერიოდის გარდა არეგულირებს მიღწეულ ეფექტს.
წელიწადში 3-ჯერ და მეტი შარდგამომყოფი გზების ინფექციების განვითარების შემთხვევაში, ცისტიბაქტი მიიღება თვეში 2 კვირის განმავლობაში 3 თვის ხანგრძლივობით პროფილაქტიკის მიზნით.
მენოპაუზის პერიოდში იზრდება საშოს pH მაჩვენებელი, რაც ხელს უწყობს შარდგამომყოფი გზების ინფექციების შემთხვევების მომატებას. დიაბეტი, კორტიკოსტეროიდების მიღება, ასევე მექანიკური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ზრდიან შარდგამომყოფი გზების განმეორებითი განვითარების რისკს. ერთი ან მეტი ზემოაღნიშნული ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, ცისტიბაქტის მიღებამ 2 კვირით 1 თვის განმავლობაში 3 თვის ვადით შეიძლება ხელი შეუწყოს შარდგამომყოფი გზების დაცვას, ქმნის რა არახელსაყრელ გარემოს მიკროორგანიზმის გამრავლევბისათვის.
დამტკიცებულია, რომ ამინიდის სეზონურმა ცვლილებებმა, ნოტიო/ცხელმა ამინდმა, სტრესმა, მგზავრობამ, ჰიგიენის ცუდმა პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდგამომყოფი გზების ინფექციები. პროფილაქტიკისათვის ქალებმა შეიძლება მიიღონ ცისტიკაპპსი არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

განსაკუთრებული პირობები
დიურეზის გასაზრდელად მისაღებია სულ მცირე 2 ლიტრი წყალი დღეში, განსაკუთრებით პაციენტებში შარდკენჭოვანი დაავადებით.
ზეგავლენა ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე: იზრდება ოქსალატების რაოდენობა შარდში, პაციენტებში შარდკენჭოვანი დაავადებით, ცისტიბაქტის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პაციენტებმა, რომლებისათვისაც რეკომენდებულია სითხის დღიური მოხმარების შეზღუდვა, ცისტიბაქტის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
შტოშის მიღება საშარდე გზების სამკურნალოდ ბავშვებში არაეფექტურია და არ არის რეკომენდებული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ვარფარინსა და ცისტიბაქტს, ყურადღება უნდა მიაქციონ მათი ურთიერთქმედების პოტენციურ შესაძლებლობაზე სისხლდენის განვითარების რისკის გამო. შტოშის კომპონენტები არ ახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკაზე.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და სხვ. რ
ჭარბი დოზირება
სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება.
უკუჩვენებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
შტოშის მიღება საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ ბავშვებში არაეფექტურია და არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ცისტიბაქტის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის ორსულებსა და ბავშვებზე პრეპარატის ზეგავლენის სარწმუნო მონაცემების არარსებობის გამო.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მინსკინტერკაფსი
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
შტოშის ექსტრაქტი
დოზა
36მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი