ვერაბეზი ტაბლეტი 20მგ #14

ვერაბეზი ტაბლეტი 20მგ #14

ესპანეთი

ლაბ. ლიცონზა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის რაბეპრაზოლი *** 10მგ, 20მგ; დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (ფხვნილი), მაგნიუმის ოქსიდი მძიმე, L-ჰიდროქსიპროპილცელულოზა, LH-31 (დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა), HPC (ჰიდროქსიპროპილცელულოზა-L), მაგნიუმის სტეარატი, ეთანოლი უწყლო**. შუალედური გარსი: ეთილცელულოზა (STD 10), მაგნიუმის ოქსიდი მძიმე, ეთანოლი უწყლო**. ნაწლავში ხსნადი გარსი: ჰიპრომელოზის ფტალატი (HP55), დიბუთილ-სებაცინატი, რკინის ოქსიდი წითელი (? 172), ტიტანის დიოქსიდი (? 171), ტალკი, ეთანოლი უწყლო**, წყალი გასუფთავებული**. **-არ არის საბოლოო პროდუქტში, ორთქლდება გამოშრობის დროს ***-გადაანგარიშებით 9,42მგ (10მგ დოზირებისთვის) ან 18,85მგ (20მგ დოზირებისთვის).

ჩვენებები: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში; გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადების (გერდ) ეროზიული ან წყლულოვანი ფორმები; გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადების ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა (გერდ შემანარჩუნებელი თერაპია); ზომიერი ან მძიმე ხარისხის გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობა (გერდ სიმპტომური თერაპია); ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; Helicobacter Pylori ერადიკაცია პაციენტებში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის რაბეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლამების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე.

გამოყენების წესი და დოზები: არ შეიძლება ვერაბეზის ტაბლეტების დაღეჭვა ან დაქუცმაცება, საჭიროა მათი მთლიანად გადაყლაპვა. პრეპარატის მიღების დრო არ ავლენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას ნატრიუმის რაბეპრაზოლის აქტივობაზე. მოზრდილები-ხანდაზმული პაციენტები: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში რეკომენდებულია შიგნით მიღება 20მგ დღეში 1-ჯერ დილით. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადიაში წყლულის შეხორცება ხდება 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებით 4 კვირიანი თერაპია. კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადიაში შეხორცება ხდება 6 კვირის განმავლობაში, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებით 6 კვირიანი თერაპია. გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადების (გერდ) ეროზიული ან წყლულოვანი ფორმები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 20მგ დღეში 1-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4-8 კვირას. გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადების ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-20მგ დღეში 1-ჯერ, მკურნალობაზე პაციენტის პასუხის შესაბამისად. ზომიერი ან მძიმე ხარისხის გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადების სიმპტომატური მკურნალობა რეკომენდებულია შიგნით 10მგ ან 20მგ მიღება დღეში 1-ჯერ პაციენტებში გერდ-ით ეზოფაგიტის გარეშე. თერაპიის 4 კვირის შემდეგ მკურნალობაზე პასუხის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის დამატებითი კვლევა. სიმპტომების კუპირების შემდეგ, მათი შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს შიგნით 10მგ დოზით დღეში ერთჯერ საჭიროების შესაბამისად. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: დანიშნული დოზა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე. რეკომენდებული საწყისი დოზა 60მგ დღეში 1-ჯერ, მაგრამ შესაძლებელია მისი გაზრდა 120მგ-მდე დღეში, საჭიროების შესაბამისად. შესაძლებელია 100მგ-მდე დოზის მიღება დღეში 1-ჯერ, ხოლო 120მგ მიღების შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება შესაძლებელია გაიყოს ორ მიღებაზე 60მგ-ით. თერაპია ხორციელდება მანამ, სანამ არსებობს შესაბამისი კლინიკური ჩვენება. Helicobacter Pylori ერადიკაცია: H. Pylori ერადიკაციისთვის რეკომენდებულია პრეპარატის შიგნით მიღება 20მგ დღეში 2-ჯერ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში: კლარიტრომიცინი 500მგ დღეში 2-ჯერ და ამოქსიცილინი 1გ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა: 7 დღე. თუ ერადიკაციის სქემა საჭიროებს პრეპარატების მიღებას დღეში ერთჯერ, პრეპარატი ვერაბეზის მიღება საჭიროა დილით, საუზმემდე, თუმცა, არც დღის მონაკვეთი, არც კვება არ მოქმედებს ნატრიუმის რაბეპრაზოლის აქტივობაზე. პრეპარატის მიღების ეს რეჟიმი ხელს უწყობს მკურნალობის უკეთეს შედეგს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ლიცონზა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
რაბეპრაზოლი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი