გამოიყენება სანაღვლე გზების დისკინეზიის, ენტეროკოლიტის, ყაბზობის, ნაწლავთა ატონიის დროს.
ველური ორეგანოს (თავშავას) დაპატენტებული ნაზავი (ორეგანოს ზეთი (Origanum vulgare) და ზეითუნის ზეთი) - 175მგ
ორეგანოს (იგივე თავშავას) უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მცენარის შემადგენელ ძირითად აქტიურ ნივთიერებებს ფენოლური შენაერთები, თიმოლი, კარვაკროლი და როზმარინის მჟავა წარმოადგენს. მცენარე ამას გარდა შეიცავს: ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი.
არ შეიცავს:გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს და მღებავ ნივთიერებებს.
ორეგანო ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს. იგი ხასიათდება ძლიერი ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ჰეპატოპროტექტორული, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიფუნგალური მოქმედებით. ორეგანო მოქმედებს პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე: სალმონელა, ოქროსფერი სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, E. coli, B. Cereus, Candida albicans და H. Pilori, რომელიც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და გასტრიტის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება. თიმოლი და კარვაკროლი მაღალი კონცენტრაციით გროვდება პათოგენური მიკროორგანიზმების უჯრედთა მემბრანის ლიპიდურ შრეში და არღვევენ მათ სტრუქტურას. ეს ნივთიერებები უზრუნველყოფენ კუჭსა და ნაწლავებში მიმდინარე ანთებითი პროცესების შეჩერებას; ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული უკმარისობისას; გამოირჩევიან სპაზმოლიზური მოქმედებით და უზრუნველყოფს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული სპაზმის მოხსნას.
როზმარინის მჟავა ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედებით. იგი იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან და აფერხებს დაბერების პროცესს.
ორეგანო აგრეთვე ხასიათდება ამოსახველებელი მოქმედებით და მნიშვნელოვანია მისი მიღება მწვავე რესპირაციული დაავადებების დროს; ასტიმულირებს ტრიფტოფანის სინთეზს, ამაღლებს
გუნება-განწყობას, ხსნის შფოთვას და არეგულირებს ძილს.
მიიღება 1 კაფსულა დღეში, კვების დროს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.