სოლგარი-ლეციტინი კაფსულა #100

სოლგარი-ლეციტინი კაფსულა #100

ამერიკის შეერთებული შტატები

სოლგარი

გამოიყენება ციროზის, ჰეპატიტის, ღვიძლის ტოქსიური დაზიანებების, ღვიძლია ცხიმოვანი გადაგვარების დროს.

პროდუქტის შესახებ

სოლგარი - ლეციტინი

შემადგენლობა:

სოიოს ლეციტინი 1360 მგ


დამატებითი ინგრედიენტები:

ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს შემცველი ინგრედიენტები.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს.


ჩვენება:

ლეციტინი დაზიანებული უჯრედების აღსადგენი საშენი მასალაა.

აღადგენს თავის ტვინის და ღვიძლის ფუნქციებს. აუმჯობესებს ყურადღების და ცნობიერების ხარისხს, იცავს ღვიძლს ცხიმოვანი გადაგვარებისაგან.

ლეციტინი  ძირითად შეუცვლელ ფოსფოლიპიდებს, ქოლინსა და ინოზიტოლს შეიცავს  და ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინისა და ვიტამინების ძირითადი ტრანსპორტიორია.

ლეციტინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს მაღალტოქსიური თავისუფალი რადიკალების წარმოქმნისაგან და აძლიერებს სამკურნალო პრეპარატების მოქმედების ეფექტს.

ლეციტინი განსაზღვრავს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, რადგან ნერვული უჯრედების ძირითადი საკვები ნივთიერებაა, შეადგენს პერიფერიული ნერვული სისტემის 17% , თავის ტვინის - 30% და მიელინის  სინთეზის ძირითადი კომპონენტია (ნეიროტრანსმისია).  ლეციტინის ნაკლებობა იწვევს ნერვული უჯრედების მიელინის გარსის რღვევას. სწორედ ამიტომ იგი აქტიურად გამოიყენება ნევროლოგიაში :

  • ინსულტის ( იშემიური, ჰემორაგიული) მწვავე და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
  • გაფანტული სკლეროზი და პროგრესირებად დემენციასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები (პარკინსონი, ალცჰეიმერი);
  • თავის ტვინის ფუნქციური დარღვევები: ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, ნერვული აშლილობა და ტიკები (ხანდაზმულ პაციენტებში ასაკოვანი ცვლილებები);
  • გენეტიკური დაავადებები (მაგ. დაუნის  დაავადება - თანდაყოლილი პათოლოგიების კორექციის ფარგლებში);
  • კრიზისული მდგომარეობების (შაკიკი, მომატებული აღგზნებადობა, ნევროზი, უძილობა) კუპირება;
  • ნერვული სისტემის ტრავმული და ინფექციური დაზიანებები;


ლეციტინი  წარმოადგენს ღვიძლის ქსოვილის შემადგენელ ძირითად კომპონენტს. ლეციტინისგან შედგება ღვიძლის 50% - ორგანიზმში არსებული საერთო ლეციტინის რაოდენობის - 65%. იგი აღადგენს ღვიძლის სტრუქტურას და აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, სწორედ ამიტომ ლეციტინი აქტიურად გამოიყენება ჰეპატოლოგიაში:

  • ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება
  • ჰეპატიტი
  • ციროზი
  • ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით);
  • სიმსუქნე;


ლეციტინიასტიმულირებს  ნაღვლის გამოყოფას და აუმჯობესებს მის შემადგენლობას, იგი  გამოიყენება:

  • ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
  • სანაღვლე გზების დისკინეზიისას;
  • კუჭისა  და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას;


გული  გამოირჩევა ლეციტინის  ყველაზე მაღალი შემცველობით.  ამიტომაც მიზანშეწონილია ლეციტინის მიღება ინფარქტის პრევენციისთვის  და პოსტინფარქტულ პერიოდში. გარდა ამისა, ლეციტინი ინარჩუნებს ქოლესტერინს ხსნად მდგომარეობაში და არ აძლევს სისხლძარღვის კედლებზე  დალექვის საშუალებას, აკონტროლებს სისხლში ტრიგლიცერიდების და ჰემოგლობინის დონეს.  ლეციტინი ფართოდ გამოიყენება კადიოლოგიაში:

  • ათეროსკლეროზი
  • გულის იშემიური დაავადება
  • ჰიპერტონია
  • კარდიომიოპათია
  • გულის უკმარისობა
  • ანემია

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად. ჩვენებიდან გამომდინარე, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლებელი დღეში 6 კაფსულაზე მეტის მიღებაც დღის განმავლობაში.


შენახვა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლგარი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
ლეციტინი სოიოს /ფოსფოლიპიდები/
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი