როტაბიოტიკი კაფსულა #20

როტაბიოტიკი კაფსულა #20

რუმინეთი

როტაფარმი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - lactobacill+bifidobacter+streptoc+inulin
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა: მყარი, ღია ყავისფერი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, ღია ყვითელი-ყავისფერი ფხვნილის შემცველობით.

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ლიოფილიზებული ბაქტერიები 2.5 × 109 კწე:
- Lactobacillus bulgaricus 0.5 × 109 კწე:
- Streptococcus thermophilus 0.8 × 109 კწე:
- Lactobacillus acidophilus 0.8 × 109 კწე:
- Bifidobacterium ssp. (Bifidobacterium bifidum,
Bifidobacterium longum, Bifidobacterium infantis) 0.4 × 109 კწე:

ინულინი 150.0მგ

დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემცველობა: რკინის შავი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.

გამოყენების ჩვენებები
- ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა და ნორმალიზაცია, საჭმლის მონელების გაუმჯობესება.
- გასტროენტერიტისა და დისპეფსიის პროფილაქტიკა;
- ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის პროფილაქტიკა;
- კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ნაწლავის ტრანზიტორული დისფუნქციის (დიარეა, ყაბზობა) პროფილაქტიკა
- იმუნიტეტისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის ამაღლება
გამოყენების წესი და დოზები
როტაბიოტიკი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
უკუჩვენებები
დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად (ძალიან იშვიათად).

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გამოყენება პედიატრიაში
ერთი წლის ასაკიდან ბავშვებში საკუთარი ნაწლავური მიკროფლორის განვითარების მიზნით, პრობიოტიკური პრეპარატების გამოყენება ამ ასაკობრივი კატეგორიის ავადმყოფებში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
როტაფარმი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები+ინულინი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი