რესტორაფლორ ჯუნიორი წარმოადგენს სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ფორმულას, რომელიც აერთიანებს კლინიკურად ყველაზე კარგად შესწავლილ პრობიოტიკს (Lactobacillus Rhamnosus GG ATCC n. 53103), პრებიოტიკთან (ფრუქტოლიგოსაქარიდი) და ORS ელექტროლიტებთან ერთად, დეჰიდრატაციის პრევენციისა და ნაწლავის ფლორის აღდგენისათვის, WHO და ESPHGAN-ESPID გაიდლაინების შესაბამისად. პროდუქტი წარმოდგენილია ორგანყოფილებიანი საშეტის სახით, რომელიც უზრუნველყოფს შემავალი კომპონენტების სტაბილურობას.
ჩვენებები: ვირუსული გასნტროენტერიტი; ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეის პრევენცია; მწვავე ინფექციური დიარეა; დისბიოზი; დეჰიდრატაციის პრევენცია მწვავე დიარეის დროს.
დოზირება და გამოყენების წესი: გამოიყენება ბავშვებში 1 წლიდან: 1-4 საშეტი დღეში.
გამოყენების წესი: 1 საშეტი უნდა გაიხსნას 200მლ წყალში უნდა მოხდეს მორევა სრულ გახსნამდე.
გამოყენებისას უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: საწყის ეტაპზე გასათვალისწინებელია მცირე რაოდენობის ხშირად მიღება, ჩვეულებრივ 2 წლამდე ბავშებში 1 ჩაის კოვზი 1-2 წუთში ერთხელ, ხოლო 2 წლის ზემოთ შესაძლებელია მოცულობის გაზრდა; თუ ბავშვი აღებინებს უნდა დაელოდონ 10წთ და შემდეგ განაახლონ რესტორაფლორ ჯუნიორის მიღება; თუ ბავშვს შეუშუპდა ქუთუთოები გამოყენება უნდა შეწყვიტონ; მიღებიდან პირველი 4 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სხვა სითხეების ან საკვების გამოყენება.