განკუთვნილია გასტროეზოფაგური რეფლუქსის და ეზოფაგიტის სიმპტომების შესამცირებლად.
რეფლუქსაიდი პერორალური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების პროდუქტია, რომელიც, მექანიკური მოქმედების წყალობით, განკუთვნილია გასტროეზოფაგური რეფლუქსის და ეზოფაგიტის სიმპტომების შესამცირებლად. პროდუქტის გამოყენება ამცირებს წვის შეგრძნებას (გულძმარვას), რეგურგიტაციას, ყლაპვის გაძნელებას (დისფაგია), მტკივნეულ ყლაპვას (ოდინოფაგია), ხველას, ხმის ჩახლეჩას.
სორბიტოლი, მაგნიუმის ალგინატი, ანისუმ სტელატუმის ექსტრაქტი, ფოენიკულუმ ვულგარეს ექსტრაქტი, გვირილას ექსტრაქტი, ლავანდა ანგუსტიფოლიას ექსტრაქტი, ტილია პლატიფილოსის ექსტრაქტი, მაგნიუმის სტეარატი, აცესულფამი K, სუკრალოზა, არომატიზატორები.
1-2 ტაბლეტი ჭამის შემდეგ და ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, გვერდითი რეაქციის არსებობის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვარგისიანობის ვადებში. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალმა ბუნებრივმა კომპონენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე (გემო, სუნი, ფერი), ხარისხზე ზემოქმედების გარეშე. პროდუქტი ინახება 4-30°C. ტემპერატურაზე .
არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და გენმოდიფიცირებულ ნაერთებს.