საერთაშორისო დასახელება - pancreatine ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები აღწერა: შემოგ. ტაბ. 3500 სე.: 20 ც 1 ტაბლეტი შეიცავს პანკრეატინს მინიმალური ენზიმური აქტივობით: ლიპაზა 3 500 ერთ. ევრ. ფარმ; ამილაზა 4 200 ერთ. ევრ. ფარმ; პროთეაზა 250 ერთ. ევრ. ფარმ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობის კომპენსირებსთვის; აადვილებს ცხიმების, ნახშირწლებისა და ცილების წვრილ ნაწლავში სრულ შეწოვას.
ჩვენებები: კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა; კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებებისას; კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა. საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციით არასწორი კვების შემთხვევაში; მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის.
მიღების წესები: მოზრდილებში 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, დაუღეჭავად და წყლის მიყოლებით; ბავშვებში პრეპარატი მიღება შეიძლება ექიმის დანიშნულებით. მკურნალობის ხანგრძლივობა რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვემდე ან წლამდე.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები; ჰიპერურიკოზურიის განვითარება; სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პანკრეატინისა და რკინის პრეპარატების ერთად გამოყენებისას რკინის პრეპარატების შეწოვის დაქვეითება; ანტაციდურ საშუალებებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა პანკრეატინის ეფექტურობის შემცირება გამოიწვიოს. შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, გამოყენების ვადა - 3 წელი.